სილამაზე

თავის მოვლის 5 პროდუქტი, რომელშიც ფულს ტყუილად იხდი

თავის მოვლის 5 პროდუქტი, რომელშიც ფულს ტყუილად იხდი

ქოქოსის ზეთი

თავის მოვლის 5 პროდუქტი, რომელშიც ფულს ტყუილად იხდი

მართალია უკანასკნელ წლებში ქოქოსის ზეთის პოპულარობა ძალიან გაიზარდა, თუმცა მისი გამოყენება მხოლოდ თმასა და ტანზეა რეკომენდებული. მიზეზი მარტივია - ქოქოსის ზეთი კომოდოგენურია. ეს ნიშნავს, რომ სახის კანის ფორებს უბრალოდ კეტავს. ცხიმიანი კანის შემთხვევაში, დიდი რისკია აკნე და სხვა ტიპის გამონაყარი გაამწვავოს.

ქიმიური პილინგი

თავის მოვლის 5 პროდუქტი, რომელშიც ფულს ტყუილად იხდი

უამრავი ადამიანი იკეთებს ქიმიურ პილინგს სახლის პირობებში. რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ამ პროცედურის დროს, კანი ზედა ფენა მთლიანად შორდება. საკმარისია პატარა გადაცდომა და შესაძლებელია დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ. ქიმიური პილინგი, აუცილებლად, პროფესიონალის მიერ უნდა გაკეთდეს.

აკნეს მოსაშორებელი იარაღები

თავის მოვლის 5 პროდუქტი, რომელშიც ფულს ტყუილად იხდი

აქაც ზუსტად იგივე მიზეზია, რაც ქიმიური პილინგის შემთხვევაში. თუ პროცედურა პროფესიონალის მიერ არ სრულდება, შესაძლებელია სერიოზული დაზიანების წინაშე აღმოჩნდეთ.

გამადიდებელი სარკე

თავის მოვლის 5 პროდუქტი, რომელშიც ფულს ტყუილად იხდი

მართალია ასეთ სარკეში ზოგიერთი პროცედურის ჩატარება უფრო ადვილია, მაგრამ ამასთან ერთად, ყველა ნაკლი გაცილებით მკაფიო და სერიოზული ჩანს. სწორედ ეს სარკეა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ფიქრობ, რომ იმაზე პრობლემური კანი გაქვს, ვიდრე სინამდვილეში. ჩვენი რეკომენდაციაა სტანდარტული სარკესა და კარგ განათებას მიანიჭოთ უპირატესობა.

სტრიების მოსაშორებელი კრემი

თავის მოვლის 5 პროდუქტი, რომელშიც ფულს ტყუილად იხდი

სტრიების მოშორება სახლის პირობებში შეუძლებელია. სპეციალური კრემები მხოლოდ ატენიანებს კანს და შესაძლებელია სტრიები ნაკლებად ხილვადი გახადოს. საქმე ისაა, რომ კანის დასატენიანებლად სულაც არ გჭირდება სპეციალური, ძვირადღირებული, სტრიების მოსაშორებელი კრემის შეძენა. ზუსტად იგივე ეფექტი ექნება ნებისმიერი დამატენიანებელ საშუალებას.



<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>