ზაფხულის დასრულებამდე ოფიციალურად თვეზე ნაკლები დარჩა. სეზონის ცვლილებას აუცილებლად სჭირდება გარდერობის ცვლილებაც, თანაც თუ წინ წვიმებით სავსე შემოდგომაა.
2020 წლის შემოდგომაზე საწვიმარი აუცილებლად უნდა შეიძინოთ. რადგან როგორც მოდის სტილისტები ამბობენ, მის გარეშე შეუძლებელი იქნება ტრენდული ლუქები შეინარჩუნოთ,
დაათვალიერეთ 5 ტრენდული საწვიმარი შემოდგომისთვის და შეარჩიეთ თქვენი ფავორიტი სტილი.
კლასიკა ყოველთვის ტრენდულია
ნეიტრალური, დახვეწილი, უხეში სილუეტის, კრემისფერი საწვიმარი ნებისმიერ გარდერობს დაამშვენებს. ის უხდება ნებისმიერ ქალს და ნებისმიერ ლუქს.
სპორტული და მოდური
თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში სპორტულ სტილს ირჩევთ, მაშინ ეს საწვიმარი თქვენთვისაა. სპორტული და მოდური - ნამდვილად მოუხდება შემოდგომის წვიმიან ამინდებს.
დახვეწილი და სადა
ეს საწვიმარი იმ ადამიანებისთვისაა შექმნილი, ვინც დეტალებს ნამდვილად დიდ ყურადღებას აქცევს. ერთი შეხედვით დახვეწილი და სადა დიზაინი, რომელსაც ქამარი სრულიად განსხვავებულ და მკვეთრ იერს სძენს.
პრიალა
საწვიმარი 90-იანებიდან განსაკუთრებით თამამი და ტრენდული ქალებისთვისაა - მათთვის, ვისც მკაფიო ლუქების არ ეშინია.
ვეფხვის პრინტი
დიახ, ამ პრინტს ვერც შემოდგომის სეზონზე ასცდებით. თქვენი ლუქი ყველაზე თვალისმომჭრელი, სახასიათო და ტრენდული იქნება.
თემები: ტრენდი, რჩევები, Trend, 2020 წლის ტენდენციები, 2020 წლის ტრენდი, საწვიმარი
<a href="https://www.instylemag.com.au/">https://www.instylemag.com.au/</a>