8 ყველაზე ტრენდული კომბინიზონი - როგორ მოვირგოთ მოთხოვნადი ლუქი მარტივად
- 05.08.2020
მონოქრომული ლუქი
ამ ზაფხულის ტრენდული ფერი თეთრია. სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ თეთრი კომბინიზონი და თეთრი მაისური შეუხამოთ ერთმანეთს. შედეგად კი სეზონის ყველაზე ტრენდულ ლუქს მიიღებთ
Boyfriend Style
მართალია Boyfriend Style ჯინსები გასულ სეზონებს ჩაბარდა, თუმცა ახლა ამ სტილის კომბინიზონების დროა.
მსუბუქი ფერების კომბინაცია
ძალიან ღია ფერის ჯინსისა და მკვეთრი ფერის მაისურის კომბინაცია შესანიშნავ შედეგს იძლევა - თქვენი განსაკუთრებული ლუქი შეუმჩნეველი არავის დარჩება.
უქმე დღეების ლუქი
სამხედრო სტილის კომბინიზონისა და ფავორიტი სვიტერის შეხამება - ეს თავისუფალი სტილია, რომელიც უქმე დღეებს ნამდვილად ძალიან მოუხდება.
დენიმი და დენიმი
მოირგეთ დენიმის ქურთუკი, დენიმის კომბინიზონზე... და ყველაზე ტრენდული ლუქი თქვენია!
მოკლე კომბინიზონი
ვინ თქვა, რომ კომბინიზონი აუცილებლად გრძელი უნდა იყოს?
შემოდგომის ლუქი
2020 წლის შემოდგომის თბილი, კომფორტული და ტრენდული ლუქი სწორედ ასე გამოიყურება.
ხელოვნური ტყავის კომბინიზონი
კომბინიზონის არჩევისას არ არსებობს საზღვრები - დენიმი თუ ხელოვნური ტყავი, არჩევანი თქვენზეა.
თემები: სტილი, ტრენდი, Trend, 2020 წელი, 2020 წლის ტენდენციები, 2020 წლის ტრენდი