10 ტრენდული ჩანთა, რომელიც 2020 წლის შემოდგომისთვის უნდა შეიძინოთ
- 08.08.2020
90-იანების სუპერმოდელის სტილი
პატარა, მხარზე გადასაკიდებელი ჩანთა, ბრჭყვიალა დეტალებით - ეს აქსესუარი 2020 წლის შემოდგომის მთავარი ფავორიტია.
პატარა, თეთრი ჩანთა
მინიმალისტური, თეთრი ფერის ჩანთა მოუხდება შემოდგომის სეზონის ყველა ლუქს.
მინიმალისტური, პატარა ჩანთა
როგორც უკვე შენიშნეთ, 2020 წლის შემოდგომაზე დიდი ჩანთები უნდა დაივიწყოთ.
კლასიკური, ყავისფერი ჩანთა
შეარჩიეთ ნებისმიერი დიზაინი 70-იანი წლებიდან.
ცხოველის პრინტი
2020 წლის შემოდგომის მთავარი ჩანთა აუცილებლად პატარა ზომისაა, თუმცა თქვენი ხასიათი შეგიძლიათ მკაფიო ცხოველის პრინტებით გამოხატოთ.
ხელჩანთა
რა თქმა უნდა, მომდევნო სეზონის ფავორიტი ხელჩანთაც პატარა ზომისაა.
კლატჩი
რამდენიმე სეზონის შემდეგ, კლატჩები ტრიუმფალურად დაბრუნდნენ.
ცისფერი ჩანთა
მართალია ცისფერი ზაფხულის ფერია, თუმცა მომდევნო შემოდგომის ტრენდი მკაფიო ცისფერი ჩანთებია.
ჩანთა საქმიანი ქალებისთვის
დიახ, საქმნიანი ქალებისთვის დიდი, პრაქტიკული ჩანთის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ შემოდგომისთვის მაქსიმალურად სადა მოდელი აარჩიოთ.
მოწნული ჩანთები
მართალია ეს ჩანთები უკვე რამდენიმე სეზონია ტრენდულია, მაგრამ აქამდე, შემოდგომა-ზამთრის გარდერობში ნამდვილად არავის შეუმჩნევია. გაითვალისწინეთ, რომ ცივი ამინდებისთვის ნაჭრის ან ჩალის ქსოვილი არ გამოდგება და წყალგამძლე ფაქტურა შეარჩიეთ.
თემები: Trend, ჩანთა, 2020 წელი, 2020 წლის ტენდენციები
<a href="https://www.harpersbazaar.com/">https://www.harpersbazaar.com/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია