სილამაზე

5 ხრიკი, თუ როგორ შეინარჩუნოთ შეღებილი თმის უზადო ფერი

5 ხრიკი, თუ როგორ შეინარჩუნოთ შეღებილი თმის უზადო ფერი

თმის საღებავი 5000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. თმის შეღებვის პროცესი მთლიანად ცვლის თმის ბუნებრივ მდგომარეობას. პლატინისფერი ქერა ან ცეცხლისფერი ტონალობა შესაძლოა ძალიან გიხდებათ, თუმცა ყველამ იცის, რომ ეს ფერები ძალიან მალე ირეცხება თმიდან.


არსებობს 5 წესი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, თუ გსურთ შეღებილი თმის თავდაპირველი ფერი, რამდენიმე კვირის განმავლობაში შეინარჩუნოთ.

თმის შეღებვის შემდეგ, არ დაიბანოთ თმა სულ მცირე 2 დღე

5 ხრიკი, თუ როგორ შეინარჩუნოთ შეღებილი თმის უზადო ფერი

ამ პროცედურის შემდეგ თმა ძალიან მგრძნობიარეა. ამიტომ უნდა მოიცადოთ სულ მცირე 2 დღე (რაც მეტი, მით უკეთესი) და შემდეგ დაიბანოთ თმა. ამგვარად თავიდან აიცილებთ საღებავის ჩამორეცხვას და თმის ფერის გახუნებას.

გამოიყენეთ თმის ნიღაბი

5 ხრიკი, თუ როგორ შეინარჩუნოთ შეღებილი თმის უზადო ფერი

შეღებილი თმისთვის აუცილებელია თმის ნიღბების გამოყენება. ასე შეძლებთ შეინარჩუნოთ მაქსიმალურად ჯანმრთელი თმა, რათა შემდეგ შეღებვაზე თმის ხარისხმა ხელი არ შეუშალოს სასურველი ფერის მიღებას.

დაიცავით თმა UV სხივების მავნე ზემოქმედებისგან

5 ხრიკი, თუ როგორ შეინარჩუნოთ შეღებილი თმის უზადო ფერი

ყველასთვის ცნობილია, რომ ზაფხულის მზის სხივები თმის ფერის პირველი მტერია. ამიტომ გამოიყენეთ სპეციალური დამცავი სპრეი ან უბრალოდ ატარეთ საზაფხულო ქუდი.

დაიბანეთ თავი გრილი წყლით

5 ხრიკი, თუ როგორ შეინარჩუნოთ შეღებილი თმის უზადო ფერი

რაც უფრო ცხელია წყალი, მით მალე ირეცხება საღებავი თმიდან. გრილი წყლის გამოყენებით კი შეძლებთ ბზინვარე ფერის დიდი ხნით შენარჩუნებას.

გამოიყენეთ მშრალი შამპუნი ფერის დაცვის ფუნქციით

5 ხრიკი, თუ როგორ შეინარჩუნოთ შეღებილი თმის უზადო ფერი

შეღებილი თმის ყოველდღიური დაბანა რეკომენდებული არ არის. ისეთი დღეებისთვის, როდესაც თმას არ იბანთ, შეარჩიეთ მშრალი შამპუნი, რომელსაც აუცილებლად ექნება ფერის დაცვის ფუნქცია.



<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>