წესები იმისთვის არსებობს, რათა დაარღვიო. სამყაროში არავის შეუძლია გითხრას რა უნდა და რა არ უნდა ჩაიცვა. თანამედროვე ტრენდების მიხედვით, ქალის გარდერობი ძალიან თავისუფალია. დღეს მოდის წესები იმისთვის არსებობს, რომ დიზაინერების გამოწვევებით სავსე სამყაროში შეგვახედოს, ხოლო რა ჩავიცვათ, ეს მხოლოდ ჩვენი საქმეა.
გაიცანით მოდის 5 წესი, რომელიც არასოდეს უნდა გაითვალისწინოთ
არასოდეს შეუხამო მუქი ლურჯი და შავი ერთმანეთს
ვინ თქვა, რომ ეს ორი ფერი ერთმანეთს არ უხდება? მუქი ლურჯისა და შავის კომბინაცია უბრალოდ ყველაზე მოდურია. მუქი ლურჯი ქაშმირის სვიტერი, შავი მომდგარი ჯინსი და შავი ლოფერები - ის ელეგანტური ლუქია, რომელიც ამტკიცებს, რომ მუქი ფერები ძალიან უხდება ერთმანეთს.
ყოველთვის შეახამე ჩანთა და ფეხსაცმელები
თუ დედოფალი ხარ, მაშინ ეს პროტოკოლი უნდა გაითვალისწინო, მაგრამ რადგან არ ხარ, შეგიძლია ეს წესიც დაივიწყო. გასული საუკუნის 50-იანი წლებში ქალები ამ წესს აქტიურად იცავდნენ, რადგან ჩანთა და ფეხსაცმელები სეზონების განმავლობაში უნდა გამოყენებინათ, თანაც, ნებისმიერი ლუქისთვის მოეხდინათ. თანამედროვე სამყაროში შეგიძლია ერთმანეთს შეუხამო ყველაფერი, რაც მოგწონს.
არასოდეს შეურიო ოქროსფერი და ვერცხლისფერი
ეს წესიც დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. სულაც არაა საჭირო აირჩიო, დღეს ოქროსფერ სამკაულს მოირგებ თუ ვერცხლისფერს. შეგიძლია ორივე თამამად მოიხდინო.
ღონისძიებაზე ვერ წახვალ მაღალი ქუსლების გარეშე
ტყუილი! ყველამ ვიცით, რომ დაბალქუსლიანი ფეხსაცმელიც ისევე მოდური და ელეგანტურია, როგორც მაღალქუსლიანი.
არ შეურიო განსხვავებული პრინტები
რა მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება, ეს წესი რომ კვლავ აქტუალური იყოს. თანამედროვე სამყაროში არაფერია ზედმეტი, რაც უფრო მკვეთრია ლუქი, მით უფრო მოდური და გამორჩეულია!
თემები: სტილი, მოდა, ტანსაცმელი, Trend, 2020 წელი, 2020 წლის ტენდენციები, 2020 წლის ტრენდი
<a href="https://www.vogue.co.uk/">https://www.vogue.co.uk/</a>