მელიისებრი თვალის ჭრილის ტენდენცია მოდაში შარშან შემოვიდა. მანამდე თუ მოდაში, დიდი, სავსე თვალები იყო, ამჟამად მოდის გურუები ნუშისებრი თვალებს უწინასწარმეტყველებენ დიდ მომავალს.
ქალები, რომლებიც წლების მანძილზე ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მათი თვალები ფართო გამოჩენილიყო, ამჟამად მაკიაჟის ხრიკებითა და ოპერაციებითაც კი, ცდილობენ მელიისებრი ეფექტი მიიღონ.
წარმოგიდგენთ ვარსკვლავებს, რომლებმაც კარიერა სწორედ მელიისებრი თვალის ფორმით აიწყეს.
ბელა ჰადიდი
ბელა ამ ტრენდის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წარმომადგენელია. გოგონამ არაერთი ოპერაცია ჩაიტარა საკუთარ თავზე, რომლის მოდელის თვალები წაგრძელებული და ნუშის ფორმის გამხდარიყო.
კენდალ ჯენერი
კენდალს ბუნებრივად აქვს ძალიან ლამაზი ნუშის ფორმის თვალის ფორმა. მაგრამ ვარსკვლავმა გადაწყვიტა ბლეფაროპლასტიკის გაკეთება, რომ სამუდამოდ დამშვიდობებოდა ჩამოკიდებულ ქუთუთოებს. ამის საშუალებით მისი თვალები კიდევ უფრო დიდი და გრძელი გახდა.
მეგან ფოქსი
მეგან ფოქსი არ მალავს, რომ მან სახეზე არაერთი ოპერაცია ჩაიტარა. და ერთმა მათგანმა აშკარად იმოქმედა მის თვალის ფორმაზე და თვალის გარე კუთხე უფრო გაიზარდა.
ადრიანა ლიმა
ადრიანა ლიმას ბუნებრივად წაგრძელებული თვალის ფორმა აქვს, ამიტომ მას ოპერაცია არ სჭირდება. მოდელი მაკიაჟის წყალობით საბოლოოდ აღწევს მელიისებრი თვალის ეფექტს.
ვიქტორია ბექჰემი
ვიქტორიას იმდენად მოსწონს მელიისებრი ეფექტი თვალზე, რომ საკუთარი კოსმეტიკური ხაზიც კი გამოუშვა, რომელიც სპეციალურად „სმოუქი“ ეფექტს უზრუნველყოფს.
როუზი ჰანინგტონი
როუზის გაუმართლა, რადგან ასეთი თვალების ფორმა ბუნებრივად აქვს. მელიის ფორმის თვალები მოდელს წარმოუდგენლად სექსუალურად აქცევს.
თემები: მაკიაჟი, მაკიაჟის კეთება, ვარსკვლავები, თვალები