კარგი ფეხსაცმელი კარგი გარდერობის გარანტიაა. იმასაც ამბობენ, რომ მთავარია ხარისხიანი ფეხსაცმელი და მნიშვნელობა არ აქვს, რას ჩაიცვამ.
გიფიქრიათ რომელი ფეხსაცმელები უნდა შეიძინოთ, რათა თქვენი სტილი მუდამ მოდური, ხარისხიანი და მომხიბლავი იყოს?
დაათვალიერეთ 7 ფეხსაცმელი, რომელიც ყველა თანამედროვე ქალს უნდა ჰქონდეს:
მაღალქუსლიანი შავი ფეხსაცმელი, რომელიც ნებისმიერ ლუქს კლასიკურ ელფერს შემატებს;
ასეთი სანდლები განსაკუთრებით ტრენდულია, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება მოდური წლების შემდეგ - ეს ფეხსაცმელი მუდამ შეინარჩუნებს აუცილებელი ნივთის სტატუსს;
მაღალქუსლიანი, მკვეთრი ფერის ფეხსაცმელი ისაა, რაც ნებისმიერ მოსაწყენ ამინდს გაახალისებს, თანაც თქვენს ლუქს მეტ ეფექტურობასა და სითამამეს მიანიჭებს;
ვინ თქვა, რომ ფეხსაცმლის არჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ყელის სიმაღლე?
სპორტული და კომფორტული ფეხსაცმელი დაბალ ძირზე ისეთი დღეებისთვისაა, როდესაც გინდათ ცხოვრებას მარტივი თვალით უყუროთ;
ლოფერები - დაბალძირიანი კლასიკური ფეხსაცმელი იდეალურია წვიმიანი და გრილი ამინდებისთვის;
მართალია კოჭები ქალის სილამაზის ერთ-ერთ კრიტერიუმად ითვლება, მაგრამ შეგიძლიათ თამამად დამალოთ და ყველაზე მოდურის სტატუსი მოირგოთ.
თემები: ფეხსაცმელი, გარდერობი, 2020 წელი, 2020 წლის ტენდენციები, 2020 წლის ტრენდი
<a href="https://www.harpersbazaar.com/">https://www.harpersbazaar.com/</a>