სილამაზე

მეგან მარკლის სილამაზის რეცეპტები - როგორ უვლის მშრალი და მგრძნობიარე სახის კანს სასექსის პრინცესა

მეგან მარკლის სილამაზის რეცეპტები - როგორ უვლის მშრალი და მგრძნობიარე სახის კანს სასექსის პრინცესა

შოტლანდიელი ლამაზმანის, კოსმეტოლოგ ნიკოლას ჯოსის კლიენტებს შორის არა მხოლოდ ჯენიფერ ლოპესი და კეიტ მოსი არიან, არამედ თვით სასექსის პრინცესა მეგან მარკლი. ნიკოლა თითოეული ვარსკვლავისთვის ინდივიდუალურ „სილამაზის რიტუალს“ ადგენს. გაგაცნობთ ნიკოლას ჯოსის რამდენიმე რჩევას, რომელიც შეგიძლიათ თავადაც სცადოთ...

სახის კანის მკურნალობისას პირველი და ყველაზე სწორი ნაბიჯია სახის სწორი მასაჟი, რომელიც ხელს უწყობს კანის ტონუსს და ამზადებს კანს კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებისთვის.

მეგან მარკლის სილამაზის რეცეპტები - როგორ უვლის მშრალი და მგრძნობიარე სახის კანს სასექსის პრინცესა

სახეზე მრავალი რეფლექსური წერტილია და სწორი მასაჟის საშუალებით გათავისუფლდებით დაძაბულობისგან, შაკიკისგან. მეგანი არასოდეს ტოვებს ამ რიტუალს.

ნიკოლა გირჩევთ, რომ ყოველ დილას სახე სპეციალური სახის ზეთით გაიწმინდოთ და სახეზე მსუბუქი დარტყმებით გამოაღვიძოთ კუნთები და გახსნათ ფორები. ამის შემდეგ უნდა წაისვათ დაბერების საწინააღმდეგო შრატი და შემდეგ შეიზილოთ დღის კრემი, თქვენი კანის ტიპის შესაბამისად.

საღამოს სახე გაიწმინდეთ კანის ტონიკით, რომელიც მოგაცილებთ ჭუჭყსა და მაკიაჟს. პირველი პროცედურიდან დაახლოებით ნახევარ საათში მეორედ გაიწმინდეთ სახის კანი ასევე ტონიკით. შემდეგ წაისვით დაბერების საწინააღმდეგო შრატი და დამატენიანებელი კრემი აქტიური ინგრედიენტებით.

მეგან მარკლის სილამაზის რეცეპტები - როგორ უვლის მშრალი და მგრძნობიარე სახის კანს სასექსის პრინცესა

ძილის კი წამოწექით საწოლზე და შეიზილეთ სახის ზეთი 3-დან 4 წუთის განმავლობაში, საწოლზე ან დივანზე დაწოლილი.

დაიწყეთ: ორი თითით, ნიკაპიდან ყბის უკანა კიდემდე 12-ჯერ, რათა გათავისუფლდეთ დღის განმავლობაში დაგროვილი სტრესისგან.

შემდეგ - სწრაფად დააჭირეთ ცხვირის ხიდს თითები და ნელა შეიზილეთ წარბის მიმართულებით.



<a href="https://www.elle.ru/">https://www.elle.ru/</a>