ბრეტ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის საუკეთესო მომენტები წითელი ხალიჩიდან
- 25.08.2020
2005 წელი საბედისწერო აღმოჩნდა ორი ლეგენდა მსახიობისთვის. ხუთწლიანი ქორწინების შემდეგ ბრედ პიტი და ჯენიფერ ანისტონი განქორწინდნენ. მიზეზი კი ბრედისა და ანჯელინას სასიყვარულო ურთიერთობა გახლდათ, რომელიც ფილმ „მისტერ და მისის სმიტების“ გადაღებებზე დაიწყო.
იდეალური წყვილის ურთიერთობა იდეალური არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ბრედისა და ანჯელინას ცხოვრებას 6 შვილი ალამაზებდა, კონფლიქტები გარდაუვალი სწორედ შვილებთან ბრედის გართულებულ ურთიერთობას მოჰყვა.
წლების მანძილზე მედიაში ბევრი იწერებოდა იმაზე, რომ პიტმა ენისტონი ვერ დაივიწყა და სულაც არ გრძნობდა ბედნიერად თავს ახალ ურთიერთობაში.
ფაქტია, რომ წყვილი საბოლოოდ ერთმანეთს დაშორდა და ფანებს იმედი გაუჩნდათ, რომ ბრედ პიტი ისევ ჯენიფერ ენისტონს დაუბრუნდებოდა. მათი მოლოდინი არ გამართლდა, თუმცა 2020 წელს SAG Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალზე ყოფილმა ცოლ-ქმარი გრძნობებს არ მოერიდა და აუდიტორიის წინ თბილად ჩაეხუტნენ ერთმანეთს.
ჯენიფერ ენისტონი და ბრედ პიტი წითელ ხალიჩაზე სასურველ წყვილად ითვლებოდნენ. წარმოგიდგენთ ყველაზე შთამბეჭდავ მომენტებს წარსულიდან, როდესაც ისინი სხვადასხვა ღონისძიებებს ერთად დაესწრნენ.
თემები: ბრედ პიტი, განქორწინება, წყვილი, ბედნიერი წყვილი, დაშორება, ჰოლივუდი, ჯენიფერ ენისტონი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია