ვერძი

2020 წლის სექტემბერში, ვერძის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს პრიორიტეტების გადაფასება მოუწევთ. დაფიქრდი, რა არის შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და მთელი შენი ენერგია მისკენ მიმართე.

კურო

კუროებს სამეგობრო წრის გადაფასება მოუწევთ. სცადე დაინახო, ვინ გეხმარება განვითარებაში და ვისთან ურთიერთობას მოაქვს მხოლოდ ნეგატიური ენერგია.

ტყუპები

ტყუპებს ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების შეფასება მოუწევთ - ნამდვილად ბედნიერი ხარ იმ გზით, რომელიც აირჩიე თუ ძირეული ცვლილებების დროა?

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის კი სტანდარტების გადაფასების დროა - ახლობელ ადამიანებს კიდევ მისცემ გულის ტკენის საშუალებას თუ ამიერიდან მხოლოდ შენს გრძნობებზე იფიქრებ?

ლომი

ლომებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ, მოსწონთ თუ არა საკუთარი თავი? იქნებ მორალური ცვლილებების დროა?

ქალწული

ქალწულებმა კარიერა უნდა შეაფასონ - გაბედნიერებს ეს სამსახური? თავს რეალიზებულად და წარმატებულად თვლი? იქნებ ახალი მწვერვალების დაპყრობის დრო მოვიდა.

სასწორი

სასწორებმა ურთიერთობები უნდა გადააფასონ - რატომ ხარ ამ ადამიანთან? იმიტომ რომ შეეჩვიე თუ იმიტომ, რომ გიყვარს?

მორიელი

მორიელებმა კი მიმდინარე ცხოვრება უნდა შეაფასონ - აქ ბედნიერი ხარ? იქნებ სულ სხვა ადგილას, ახალი ცხოვრების დაწყება გეცადა?

მშვილდოსანი

ნათლად ხედავ სამყაროს? იქნებ რეალობის შეგრძნება გჭირდება? ნამდვილად დროა ღირებულებები გადააფასო.

თხის რქა

ხუთწლიანი გეგმა როგორ მუშაობს? იქნებ ახალი გეგმის გაწერის და მათი განხორციელების დროა?

მერწყული

მერწყულებმა კი სარკეში უნდა ჩაიხედონ და აღიარონ, მოსწონთ თუ არა ადამიანი, რომელიც ანარეკლიდან აკვირდება. იქნებ უფრო მეტად გეცადა საკუთარი თავის შეყვარება...

თევზები

თევზებმა ცხოვრებისეული მიზნები უნდა გადააფასონ. სიყვარული თუ კარიერა? სამსახური თუ პირადი ცხოვრება? იქნებ ის, რაც ნამდვილად გინდა, ამ თემებისგან ძალიან განსხვავდება, იქნებ ახალი მიზნების დასახვის დროა?