1. ვარდისფერი

წლების განმავლობაში, ვარდისფერი ძალიან რომანტიკულ ფერად ითვლებოდა, რომლის გამოყენებაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება. თუმცა 2020 წელს ვარდისფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში დაბრუნდა - კაბა, პალტო, ლაბადა, ქვედაბოლო, შარვალი თუ სათვალე - არჩევანი თქვენზეა, მაგრამ ამ სეზონზე აუცილებლად უნდა მოირგოთ ყველაზე ტრენდული ფერი.

2. მწვანე

სალათისფერი, მუქი მწვანე, ჭაობისფერი თუ პასტელური მწვანე - რომელია თქვენი ფავორიტი ელფერი? დაიმახსოვრეთ, ამ სეზონზე მწვანეს ყველა ელფერი ტრენდულია.

3. ყავისფერი

ნეიტრალური და დახვეწილი ყავისფერი იდეალურია შემოდგომა/ზამთრის ცივი დღეებისთვის. ალბათ ამიტომ დაიკავა, ამ ფერმა 2020 წლის შემოდგომის ფავორიტ ფერებში წამყვანი ადგილი.

4. ნაცრისფერი

ელეგანტური და მოდური ნაცრისფერი ამ სეზონის ფავორიტია. პიჯაკი, სვიტერი, კაბა თუ შარვალი - გარდერობის შევსებისას უპირატესობა აუცილებლად ნაცრისფერს მიანიჭეთ.

5. შავი

რა თქმა უნდა, შავი ფერი არასოდეს გადადის მოდიდან, მაგრამ ამ სეზონზე მონოქრომული შავი ლუქი განსაკუთრებით აქტუალურია. ეს ლუქი დახვეწილი და ელეგანტური ქალების ფავორიტია - შეუხამეთ სხვადასხვა ფაქტურის და ქსოვილის შავი სამოსი, მოირგეთ შავი აქსესუარი და ფეხსაცმელი - თქვენ შემოდგომის ყველაზე ტრენდული ქალი იქნებით.