დაინახე მათი პერსპექტივა

ყველა ადამიანი სამყაროს საკუთარი პერსპექტივიდან აღიქვამს. საუკეთესო გზა, სხვა ადამიანების დასარწმუნებლად მათი როლის მორგებაა - იფიქრე ისე, როგორც ისინი ფიქრობენ.

ამგვარად, შეძლებ პასუხი ყველა შეკითხვაზე მიიღო - რატომ იქცევა ეს ადამიანი ასე? რა სურს ყველაზე მეტად? რატომ სურს კონკრეტულად ესა თუ შედეგი? ეს ხერხი ძალიან დაგეხმარება უფრო ადვილად გაუგო სხვა ადამიანებს.

მიეცი საშუალება ილაპარაკოს

ყველას უნდა საკუთარი თავის გამოხატვა, მაგრამ ძალიან ცოტას უნდა მოსმენა. ამიტომ, იყავი ის ადამიანი ვინც სხვებს მთელი სულითა და გულით უსმენს. შედეგად კი მათი სურვილების, იდეების, მისწრაფებებისა და ქმედებების ამოცნობას შეძლებ.

გარდა ამისა, შეძლებ ადამიანების ნდობისა და პატივისცემის მოპოვებას. შემდეგ ჯერზე კი როდესაც მათი დაყოლიება დაგჭირდება, საქმე გაცილებით გაიოლდება.

დაინახე მისი ძალა და სისუსტე

ადამიანები საკუთარი სისუსტეებისა და სიძლიერის მიხედვით მოქმედებენ. ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ადამიანი მუდამ აანალიზებს სიტუაციის დადებით და უარყოფით მხარეებს.

როდესაც სხვა ადამიანის დარწმუნება, დაყოლიება გჭირდება დაინახე მისი ძლიერი მხარე და შესაბამისად იმოქმედე - აუხსენი, თუ რატომ გგონია, რომ ესა თუ იქ მოქმედება მისთვის იქნება სასარგებლო - იქნებ სიძლიერის გამოხატვას შეძლებს უკეთ? ან სულაც სისუსტეების დასაძლევად დაეხმარება?

ვიზუალური რეალობა

როდესაც ადამიანს სიტყვების საშუალებით ეკონტაქტები, გახსოვდეს, რომ შესაძლოა, მან სულ სხვანაირად აღიქვას. რა თქმა უნდა, შეუძლებელია მუდამ გქონდეს სურათი ან ნახატი, რომელიც კონკრეტულ სიტუაციას მოერგება, მაგრამ შეგიძლია გამოიყენო დიაგრამა, გრაფები, მიმები, ფოტოები, კადრები ფილმიდან და უამრავი სხვა ვიზუალური საშუალება, რომელზეც ის ზუსტად იგივეს დაინახავს, რასაც შენ ხედავ.

იმოქმედე მის ემოციებზე

ადამიანები ემოციური არსებები ვართ. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ ემოციებს არ ჰყვება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს მხოლოდ სიცრუეა. ჩვენი გადაწყვეტილებები, ძირითადად, ემოციებზეა დამყარებული. ამიტომ თუ გინდა, რომ ვინმეს გადაწყვეტილება მიაღებინო, სცადე მისწვდე მის ემოციებს.

ნებისმიერი საკითხის შემთხვევაში შეგიძლია გააღვიძო სხვა პიროვნების ემოციები და დაანახო, რა კარგი, რა მშვენიერი და რა სასიამოვნო იქნებოდა, თუ ის დაგიჯერებდა. შედეგად კი თავადვე გაოცდებით.