სტილი

როგორი ლუქი შევარჩიოთ ოფისში დასაბრუნებლად?

როგორი ლუქი შევარჩიოთ ოფისში დასაბრუნებლად?

დიახ, ზოგიერთი ადამიანი უკვე რამდენიმე თვეა სახლიდან მუშაობს. ზოგი კი შვებულებიდან ჯერაც არ გამოსულა. სტატისტიკურად, ყველაზე ბევრი ადამიანი ოფისში სექტემბრის თვის მეორე კვირაში ბრუნდება.

თუ ჯერ კიდევ არ გასულხართ სამსახურში, მაშინ მიჰყევით ჩვენს რჩევებს და აარჩიეთ ყველაზე ტრენდული ლუქი ოფისისთვის, რათა თქვენი დაბრუნება არავისთვის დარჩეს შეუმჩნეველი.

1. ტრენდული პიჯაკი

როგორი ლუქი შევარჩიოთ ოფისში დასაბრუნებლად?

2020 წლის შემოდგომის მთავარი ტრენდი პიჯაკია. გარუჯულ კანს ყველაზე მეტად ღია ტონები უხდება. ამიტომ აირჩიეთ კლასიკური, დახვეწილი და ტრენდული პიჯაკი, რომელიც თქვენს რუჯს კიდევ უფრო გამოკვეთს. თანაც, მისი გამოყენება ოფისში მთელი წლის განმავლობაში შეგეძლებათ.

2. განსხვავებული შარვალი

როგორი ლუქი შევარჩიოთ ოფისში დასაბრუნებლად?

რა თქმა უნდა, თქვენი დაბრუნება ოფისში ნამდვილ დღესასწაულად უნდა გადაიქცეს. მაღალწელიანი კლასიკური შარვალი, განსხვავებული ფერითა და ფაქტურით ისაა, რაც შემოდგომაზე აუცილებლად გამოგადებათ.

3. კომფორტული ფეხსაცმელი

როგორი ლუქი შევარჩიოთ ოფისში დასაბრუნებლად?

გახსოვდეს, რომ კომფორტული ფეხსაცმელი ყველაფერია, რაზეც ოცნება ღირს. თანაც, ასეთი დახვეწილი და ნეიტრალური მოდელი ნებისმიერ ლუქს მოუხდება.

4. თამამი კაბა

როგორი ლუქი შევარჩიოთ ოფისში დასაბრუნებლად?

განსაკუთრებით თამამ ქალებს კი ამ სეზონის ფავორტ სილუეტს შევთავაზებთ - მეოცნებე გოგონას ფარფატა კაბა, რომელიც აუცილებლად ძალიან, ძალიან მოუხდება ნებისმიერ ოფისს. თანაც სამსახურის პირველი დღე არც ისეთი მოსაწყენი აღარ იქნება.

5. საბოლოო დეტალები

როგორი ლუქი შევარჩიოთ ოფისში დასაბრუნებლად?

მარგალიტი, ოქროსფერი მეტალი და რეტრო სტილი - გახსოვდეს, რომ ეს კომბინაცია არამხოლოდ ამ სეზონზე, არამედ მთელი წლის განმავლობაში ტრენდულია.



<a href="https://www.instylemag.com.au/">https://www.instylemag.com.au/</a>