როგორ ანადგურებენ ადამიანები საკუთარ ცხოვრებას? - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
- 11.09.2020
ვერძი
ნეგატიურ მოვლენებს აძლევ უფლებას, რომ ცხოვრება დაგინგრიოს. უფრო მეტიც, ამ ნეგატივში მთლიანად იკარგები. მიზეზი კი შენი ფეთქებადი და ჯიუტი ხასიათია. ხშირად იმდენად ნეგატიურად დაძაბულია შენი ცხოვრება, რომ ადამიანები შენგან წასვლას ამჯობინებენ.
კურო
შენ უბრალოდ არ ცხოვრობ სრულყოფილი ცხოვრებით. იმდენად გჭირდება ადამიანებისა და მოვლენების კონტროლი, რომ დაუგეგმავი, სპონტანური სიტუაციების ადგილი უბრალოდ აღარ რჩება. ისწავლე როგორ მოდუნდე, მიუშვა ცხოვრება თავის ნებაზე და დატკბე მოულოდნელობებით.
ტყუპები
შენ არასოდეს იცი, რა გინდა, ვინ ხარ და როგორ დალაგდე. ზოგჯერ, ერგები იმ სიტუაციას, სადაც ბედნიერი არ ხარ. შენ თანხმდები სიყვარულზე, რადგან არ იცი, რა გინდა ცხოვრებაში. მშვიდ ცხოვრებას ეგუები, რადგან გეშინია ცვლილებების. კარიერა კი შენი ცხოვრების ნაწილი ხდება, რადგან ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობ იმას, რაც არ გაბედნიერებს.
კირჩხიბი
სხვა ადამიანებს მუდამ საკუთარ თავზე წინ აყენებ. ემოციური ხასიათის და თანაგრძნობის წყალობით, ადვილად გრძნობ ადამიანების ტკივილს. ხშირად კი შენს რესურსებს არასწორ ადამიანებს უთმობ. შენთვის ყველაზე ადვილია სიყვარული, თუმცა ფრთხილად იყავი, თავი არ დაკარგო.
ლომი
მიზეზი, რის გამოც ცხოვრებას ინადგურებ ისაა, რომ გგონია, ემოციები სისუსტის ნიშანია. ამიტომ, მათ გამუდმებით უარყოფ. სინამდვილეში კი, შენ ყველაზე კარგად შეგიძლია დამალო, როგორი მგრძნობიარე ხარ და თავი მოაჩვენო, რომ საერთოდ არ დარდობ. მაგრამ ეს ის არაა, რაც კარგად ყოფნისთვის გჭირდება.
ქალწული
საკუთარი თავისგან ძალიან ბევრს მოითხოვ, თითქმის შეუძლებელს. სხვა ადამიანების საჭიროებებს მუდამ საკუთარ თავზე წინ აყენებ, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ვერ აფასებს შენს თავგანწირვას. ამიტომ, დაზარალებული მუდამ შენ გამოდიხარ.
სასწორი
იქნებ ნაკლები ყურადღება მიაქციო სხვების შეხედულებებს, სურვილებსა და მოთხოვნებს? რა არის ის, რაც შენ გინდა, რომ გააკეთო, თქვა და იფიქრო. თუ ასე არ მოიქცევი, წარმატებით გააგრძელებ შენი ცხოვრების დანგრევას.
მორიელი
ძალიან ცდები, როდესაც ფიქრობ, რომ სიყვარული არ გჭირდება და მარტო ყველაზე უკეთ ხარ. შეწყვიტე სხვა ადამიანების უარყოფა; აღიარე, რომ სიყვარულის გარეშე ბედნიერი არ ხარ და იპოვე ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებას აზრს შესძენს.
მშვილდოსანი
იმდენად გეშინია შეცდომების დაშვების, რომ უმოქმედოდ ცხოვრობ. რა თქმა უნდა, თუ არაფერს გააკეთებ, არც შეცდომებს დაუშვებ, არც დაეცემი და არც გეტკინება. მაგრამ ასეთი ცხოვრება, ხომ ცხოვრება საერთოდ არ არის.
თხის რქა
შენი პრობლემა ის არის, რომ გგონია, სხვა ადამიანებს ეჯიბრები. იმდენად ხარ ამ იდეით შეპყრობილი, იმდენად გინდა ყოველდღიური გამარჯვებები, რომ გავიწყდება - ცხოვრება დანიშნულების წერტილი კი არ არის, ის მოგზაურობაა, რომლითაც უნდა დატკბე.
მერწყული
ნუ მისცემ წარსულს შესაძლებლობას, განსაზღვროს შენი მომავალი. აპატიე საკუთარ თავს წარსულში დაშვებული შეცდომები, შეწყვიტე სხვა ადამიანების განსჯა წარსული გამოცდილების მიხედვით და ყოველდღე სუფთა ფურცლიდან დაიწყე ცხოვრება.
თევზები
როდის გადაეჩვევი არასწორი ადამიანების არჩევას? ტოქსიკური ურთიერთობები, მავნე ჩვევები და ნერვიულობა - ეს ნამდვილად ანგრევს შენს ცხოვრებას. დროა გაიზარდო, განვითარდე და შეწყვიტო სხვა ადამიანების გამო საკუთარი თავის დადანაშაულება, ტანჯვა და უარყოფა.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, ასტროლოგია
<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>