
1. ნუ წახვალ საყიდლებზე ოჯახთან ერთად - ხალხმრავლობაში ძალიან ძნელია სოციალური დისტანციის დაცვა;

2. ნუ დაარღვევ თანამშრომლების პირად სივრცეს - იქნება ეს მოლარე თუ კონსულტანტი, მაქსიმალურად დაიცავი დისტანცია. მაშინაც კი, თუ დახმარება გჭირდება;

3. მიაქციე ყურადღება იატაკზე განთავსებულ სოციალური დისტანცირების ნიშნებს. მაქსიმალურად დაიცავი უსაფრთხოების დისტანცია;

4. ნუ წახვალ სუპერმარკეტში, თუ თავს ცუდად გრძნობ. შეიძლება უბრალოდ გაციებაა, მაგრამ გარისკვად არ ღირს. ისარგებლე მიტანის სერვისით ან ოჯახის წევრებს სთხოვე დახმარება;

5. ნუ წახვალ სუპერმარკეტში მხოლოდ იმიტომ, რომ სახლიდან სადმე გახვიდე. უფრო მეტიც, მაქსიმალურად შეეცადე არ გახვიდე ხალხმრავალ ადგილებში. გახსოვდეს, რომ ხალხმრავლობა ვირუსის გავრცელების პირველი მიზეზია;

6. ნუ შეეხები პროდუქტს, რომლის ყიდვასაც არ გეგმავ. შენ არ იცი ვინ შეეხო შენამდე ამა თუ იმ ნივთს. ასევე, არ გაქვს გარანტია, რომ შენ არ ხარ ვირუსის გადამტანი;

7. ნუ ეტყვი სუპერმარკეტის თანამშრომლებს, რომ გაუმართლათ, რადგან მუშაობენ. შეიძლება სახლიდან მუშაობა მოსაწყენია და უკვე რამდენიმე თვეა შენი ცხოვრების წესი შეიცვალა, მაგრამ ისინი საკუთარ ჯანმრთელობას აყენებენ რისკის ქვეშ;

8. ნუ იწუწუნებ კონსულტანტთან, თუ შენი ფავორიტი პროდუქტი გაყიდული დაგხვდება - თანამშრომელი არაფერ შუაშია, უბრალოდ სხვა ადამიანმა დაგასწრო საყიდლებზე წასვლა;

9. ნუ იწუწუნებ მოლარესთან, რომ ტრანზაქციის დასრულებისთვის, აპარატზე შეხება გჭირდება. დაფიქრდი, რამდენჯერ უწევს მას ამ აპარატთან შემხებლობა.

10. ნუ ეცდები ელექტრონული აპარატების დეზინფექციას. სითხემ შესაძლოა აპარატი დააზიანოს. შეგიძლია ხელთათმანებით ისარგებლო;

11. ნუ იწუწუნებ სუპერმარკეტების შეცვლილ სამუშაო საათებზე. ამ დროს ისინი დეზინფექციას უთმობენ, რაც აუცილებელია საზოგადოების უსაფრთხოებისთვის;

12. არ გაბრაზდე, თუ მაღაზიამ კონკრეტულ პროდუქციის ყიდვის რაოდენობაზე ლიმიტი დააწესა. გიფიქრია რამდენმა ადამიანმა შეიძინა ტუალეტის ქაღალდის მთელი წლის მარაგი? თანაც ისე, რომ ეს საჭირო არ ყოფილა;

13. ნუ ისარგებლებ ნაღდი ფულით, თუ ბარათის გამოყენების შესაძლებლობა გაქვს; გახსოვდეს, რომ არ იცი რომელი ბაქტერიები ბინადრობენ ქაღალდის ფულზე;

14. არ უთხრა სუპერმარკეტის თანამშრომლებს, რომ ახალი წესები „არასაჭირო“ და „მეტისმეტია“. ეს ახალი რეგულაციების შედეგია, თანამშრომლები კი მხოლოდ თავის საქმეს აკეთებენ;

15. ნუ იქნები უხეში სუპერმარკეტის თანამშრომლებთან. გახსოვდეს, რომ ახლა ისინი ყველაზე სტრესულ გარემოში მუშაობენ. იყავი თანამგრძნობი, მადლიერი და გახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი საზოგადოების უსაფრთხოებისკენაა მიმართული.

თემები: რჩევები, ეპიდემია, კორონავირუსი, პანდემია
<a href="https://www.buzzfeed.com/">https://www.buzzfeed.com/</a>