1. ექსტრავაგანტული საყელო

რა თქმა უნდა, ეს ისტორიული ნივთი თქვენთვის ძალიან ცნობილია. მოემზადეთ - 2020 წელს მოქარგული საყელოები მოდას დაუბრუნდნენ და თანაც, უამრავი ქალის გული მოიგეს;

2. ხელოვნური თმა

თქმის ხელოვნური დაგრძელების შემდეგ, დროებით ხელოვნური თმის დრო დადგა. თუ ყოველდღიურად განსხვავებული ვარცხნილობები გიტაცებთ, მაშინ იდეალური გამოსავალია;

3. მამაკაცის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

შეიძლება ჯარედ ლეტო ერთადერთია, ვინც ასეთ ფეხსაცმელს ატარებს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - მამაკაცის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხილვა წითელ ხალიჩაზე უკვე შესაძლებელია;

4. ე.წ. PUSH-UP თეთრეული

დაგითვლიათ რამდენი ე.წ. PUSH-UP ლიფის ნახვაა შესაძლებელი თქვენს გარდერობში?

5. ტანსაცმელი ფუმფულა ხელებით

ვინ თქვა, რომ რომანტიზმის ეპოქის მოუხერხებელი მოდა წარსულს ჩაბარდა? გადახედეთ 2020 წლის კოლექციებს, ისინი სრულიად საპირსპიროზე მიუთითებენ!

6. კორსეტი

როდესაც წვრილი წელი ასეთი ტრენდულია, კორსეტის ტარებისთვის ვერავის გაამტყუნებ...

7. ვარდისფერი ლოყები

ბავშვური სახე და ვიქტორიანული ვარდისფერი ლოყები - ასეთი მაკიაჟით დღეს უამრავ ქალს იხილავთ.

8. ე.წ. „ქოშები:

დიზაინერებმა გადაწყვიტეს, რომ მეჩვიდემეტე საუკუნის ყველაზე მოდური ფეხსაცმელი საუკეთესო არჩევანია ციფრული ტექნოლოგიების ერაში. დროა, ჩვენც დავუჯეროთ...