სტილი

ყველაზე მოდური ტყავის პიჯაკები 2020 წლის შემოდგომაზე

ყველაზე მოდური ტყავის პიჯაკები 2020 წლის შემოდგომაზე

მართალი ჯერ კიდევ მზიანი ამინდებია, თუმცა ფოთოლცვენა უკვე დაიწყო, ტემპერატურაც ნელ-ნელა იკლებს. იცვლება ქუჩის მოდაც და უკვე დროა ზაფხულის სამოსზე უარი ვთქვათ და შემოდგომის ლუქი მოვირგოთ. ზაფხულიდან შემოდგომაზე გადასვლისთვის კი ცნობილმა მოდელებმა იდეალური პიჯაკი შეგირჩიეს.

ყველაზე მოდური ტყავის პიჯაკები 2020 წლის შემოდგომაზე

ირინა შეიკი, რომელმაც თანამედროვე სტილის აიკონია, ცოტა ხნის, მანჰეტენის ქუჩებში ყვავილებიანი მინი ქვედაბოლოთი და ტყავის პიჯაკით გამოჩნდა. მან იდეალური ლუქი შექმნა: ზაფხულის კაბა, შემოდგომის პიჯაკი და მასიური ჩექმები. დაგვეთანხმებით, რომ ამ ლუქში ერთმანეთს შესანიშნავად ერწყმოდა ქალური და მკაცრი ელემენტები.

რაც შეეხება ემილი რატაკოვსკის, ის უფრო სპორტული მიდგომით გამოირჩევა. მან გრძელი ტყავის ქურთუკი და ნეონის სვიტერი შეუხამა ერთმანეთს.

კაია გერბერი უფრო კლასიკური გახლდათ შავ შორტებში, ნაცრისფერი ქაშმირის ნაქსოვ სვიტერსა და თეთრ New Balance-ის სპორტულ ფეხსაცმელებში.

რა თქმა უნდა, ამინდის შეცვლისთანავე, ყველა ამ ლუქის საზაფხულო ელემენტი, შეიძლება მარტივად შეიცვალოს დენიმით, შარვლითა ან კლასიკური ტანსაცმლით. ტყავის პიჯაკი კი ამ სეზონზე ყველაზე ტრენდული ლუქის გარანტიაა.

რომელია თქვენი ფავორიტი სტილი?

ყველაზე მოდური ტყავის პიჯაკები 2020 წლის შემოდგომაზე
ყველაზე მოდური ტყავის პიჯაკები 2020 წლის შემოდგომაზე
ყველაზე მოდური ტყავის პიჯაკები 2020 წლის შემოდგომაზე
ყველაზე მოდური ტყავის პიჯაკები 2020 წლის შემოდგომაზე
ყველაზე მოდური ტყავის პიჯაკები 2020 წლის შემოდგომაზე



<a href="https://www.harpersbazaar.com/">https://www.harpersbazaar.com/</a>