1. გქონდეს გამბედაობა აღიარო, როდესაც რამე არ გამოდის.

2. შეხედე საკუთარ თავს და ჰკითხე: თუ ხვალ შევწყვეტ განვითარებას, ეს ის ადამიანი იქნება, ვისთანაც მსურს მთელი ჩემი სიცოცხლის გატარება?

3. გადაწყვიტე რას არ აქვს მნიშვნელობა, ასე შეგიძლია შენი დრო და ფული ისეთ რამეებს დაუთმო, რასაც ნამდვილად აქვს მნიშვნელობა.

4. რეგულარულად იფიქრე იმაზე, თუ როგორ იცხოვრებდი, სოციალური მედია რომ არ არსებობდეს. რა იზამდი, თუ არ გექნებოდა ყველა ნაბიჯის გაზიარების შესაძლებლობა, ან თუ არ გქონდათ ლამაზი, რედაქტირებული სურათები, სადაც შენი ცხოვრება სრულყოფილი იქნებოდა...

5. შეწყვიტე ნერვიულობა უაზრო საკითხებზე, მაგალითად, ხარ თუ არა „მსუქანი“. როგორ გამოიყურები, ეს არ არის მიღწევა. მთავარია, თუ როგორ გრძნობ თავს.

6. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სინანული 30 წლამდე ასაკის ადამიანების უმრავლესობას აწუხებს, არის ის, რომ მათ უფრო მეტი დრო არ დაუთმეს გართობას.

7. გამუდმებით იკითხე წიგნები.

8. ისწავლე როგორ უნდა იყო მშვენიერი, ისწავლე, თუ როგორ უნდა იყოთ გულკეთილი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

9. ნუ შეიკავებთ თქვენს აზრებს, სიყვარულს, შემოქმედებას სხვა დღისთვის. ეს გზა გიბიძგებთ გახდეთ იმ ადამიანის რეალური ვერსია, ვინც გინდა, რომ იყო.

10. იცხოვრე შენი შესაძლებლობის ფარგლებში. თუ ამას მაშინ ვერ ისწავლით, როცა ცოტა გაქვთ, ვერც მაშინ შეძლებთ, როდესაც მეტი გექნებათ. მაღალშემოსავლიანი ხალხი შეიძლება იყოს ყველაზე მეტად ფინანსურად არასტაბილური, რადგან ისინი ყოველთვის იხდიან იმაზე მეტს, ვიდრე მათ შეუძლიათ.

11. მიღწევები არ ცვლის თქვენს ცხოვრებას, ჩვევები ცვლის.

12. არ დაწვა ხიდები. ისწავლეთ მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება - ყოველთვის და ყველასთან.

13. მოითხოვე, ყოველთვის გითხრან სიმართლე.