რატომ ხარ ასეთი შესანიშნავი საწოლში - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
- 26.09.2020
ვერძი: თამამი და მშვენიერი
ვერძებს მარსი მართავს, სურვილის პლანეტა. სწორედ ამიტომ, ვერძის ზოდიაქოს წარმომადგენელი, მუდამ ინიციატორია, განსაკუთრებით კი სექსის დროს. ისინი ყოველთვის მზად არიან ახალი თავგადასავლებისთვის.
კურო: ნელი და სტაბილური
კურო კარგი გამძლეობით გამოირჩევა და ძალიან უყვარს გრძნობების მაქსიმალური გამომჟღავნება. სანთლები, აბრეშუმის თეთრეული და ხანგრძლივი სექსი - ეს ისაა, რასაც კურო ანიჭებს უპირატესობას.
ტყუპები: გონებრივი მიზიდულობა
სექსი რომ მხოლოდ ფიზიკური აქტი არ არის, ეს ტყუპებმა შესანიშნავად იცის. მათი მომაჯადოვებელი საუბარი არც საძინებელში დასრულდება. ისინი ყოველთვის გონებრივად ინარჩუნებენ ადამიანს საძინებელში.
კირჩხიბი: ემოციურად სექსუალური
კირჩხიბთან ერთად ერთ ღამის გატარებაც კი უბრალოდ დაუვიწყარია. ემოციური ინტელექტის წყალობით, ისინი კითხულობენ თქვენი გონებისა და სხეულის დამალულ სურვილებს.
ლომი: სექსი კინო ვარსკვლავთან
ლომებს მზე მართავს და როდესაც ლომს დაუახლოვდებით, თქვენც თავს ვარსკვლავად იგრძნობთ. სექსუალური სურათები, ქალის თეთრეული და შესანიშნავი განათება - ლომი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.
ქალწული: უბრალოდ ქალღმერთი
არ დაუშვათ, რომ სიტყვა "ქალწულმა" მოგატყუოთ. მერკური (გონებისა და კომუნიკაციის პლანეტა) იმის გარანტიაა, რომ მათ შეუძლიათ თქვენი ფანტაზიები რეალობად აქციონ.
სასწორი: ნამდვილი ხელოვნება
სასწორისთვის სექსი ხელოვნებაა, ხოლო პრელუდია ისეთივე შემოქმედებითი და სასიცოცხლო, როგორც თავად აქტი. წონასწორობაზე ორიენტირებული სასწორი მრავალფეროვანია საძინებელში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არც დომინანტობას მოერიდება და არც პრინცესას როლის მორგებაზე იტყვის უარს..
მორიელი: მისტიკის ლაბირინთებში
მორიელი ცნობილია თავიანთი სექსუალური ოსტატობით და მასთან სექსი პირველყოფილი, ღრმა და ბოროტი ემოციების ფეიერვერკია.
მშვილდოსანი: უსასრულობამდე და მის მიღმა
მასთან სექსი მოგზაურობაა და არა დანიშნულების ადგილი - ახალი, საინტერესო და ველური. მშვილდოსანი თავისი ექსპერიმენტული ხასიათითაა ცნობილი. მას აინტერესებს ყველაფერი სექსის შესახებ.
თხის რქა: სექსი დომინანტთან
თხის რქას უყვარს უფროსობა ოფისში და საძინებელში. მასთან სექსისას, შეუძლებელია იყო დომინანტი. ის მაქსიმალურად ეცდება ნებისმიერი ადამიანი დაიმონოს.
მერწყული: სავაჭრო ცენტრი
მერწყული დროს და საზღვრებს უსწრებს. ის აირჩევს მაღალტექნოლოგიურ სექსუალურ სათამაშოებსა თუ გაჯეტებს და მთელ პროცესს სამეცნიერო ექსპერიმენტად გადააქცევს.
თევზები: პოეზია მოძრაობაში
თევზებთან სექსი (თუმცა ისინი „სიყვარულს“ ამჯობინებენ) ნამდვილი მოძრაობის პოეზიაა. ხოლო პრელუდია, აუცილებლად მოიცავს რეალურ პოეზიას. თევზებს უყვარს წყლის ნაკადის მოძრაობა, ამიტომ სექსი საშხაპეში, ცხელ აბაზანაში ან ოკეანეში - ეს ნამდვილად მათი ხელწერაა.
თემები: სექსი, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, ასტროლოგია
<a href="https://www.cosmopolitan.com/">https://www.cosmopolitan.com/</a>