დისციპლინირებული ადამიანები გონიერები არიან - 3 მიზეზი, რომ გამორჩეული გახდეთ
- 05.10.2020
ერთხელ დალაი ლამამ თქვა: "დისციპლინირებულ გონებას ბედნიერებამდე მივყავართ, ხოლო არადისციპლინირებულ გონებას ტანჯვამდე." ეს ციტატა ყველას დევიზი უნდა გახდეს, ვისაც ნაყოფიერი ცხოვრება სურთ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თანამედროვე სამყაროში ცხოვრების ტემპი სწრაფია - იმდენი რამის გაკეთება უნდა მოვასწროთ, დრო ძალიან ცოტააა, ხოლო კონკურენცია, ისეთი მაღალი, როგორც არასოდეს.
დღევანდელ მსოფლიოში, დისციპლინა შეუცვლელი თვისებაა. ეს საშუალებას გვაძლევს გონივრულად ვიმოქმედოთ და წარმატებით გადავლახოთ ყველა ცხოვრებისეული გამოწვევა.
გაეცანით 3 მიზეზს, თუ რატომააა დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანი.
ერთგულება საქმის მიმართ
რა საქმესაც არ უნდა აკეთებდე, მისი ბეჯითად, გულით კეთება მნიშვნელოვან როლს ასრულებს შენს წარმატებაში. სწორედ ამ ნაწილში შემოდის დისციპლინა - ის გაძლევთ შინაგან ძალას, რომელიც დაგეხმარება არჩეული გზის გაგრძელებაში. შესაძლებელია, ამ გზაზე გამოწვევები გაჩნდეს, მაგრამ დისციპლინირებული გონებას არაფერი დააკლდება.
დისციპლინირებული ადამიანი თითქმის ყოველთვის იმყოფება რეჟიმში და ის მხოლოდ მაშინ ისვენებს, როდესაც მათი სამუშაო დასრულდება. საბოლოოდ სწორედ საქმისადმი ერთგულება გეხმარება წარმატების მიღწევაში.
დაგეხმარებათ ფოკუსირებაში
დისციპლინა არ არის მხოლოდ საკუთარ თავისთვის ბევრის მოთხოვნა. ეს ასევე გულისხმობს იმის გარკვევას, თუ რა უნდა გაკეთდეს მოცემულ მომენტში. ეს საშუალებას გაძლევს შეაფასო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონკრეტული სიტუაცია და ღირს თუ არა, დროის დათმობა. ამოცანების პრიორიტეტულობის გარკვევის ეს მეთოდი დაგეხმარება, კონცენტრირებული იყო მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე.
როდესაც ამას განმეორებით გააკეთებ, აღმოაჩენ, რომ შენი პროდუქტიულობა საგრძნობლად გაიზრდა და საბოლოოდ, ძალიან ადვილად შეძლებ მიაღწიო დასახულ მიზნებს.
გაზრდილი პროდუქტიულობა
დღევანდელ მსოფლიოში, მაღალ პროდუქტიულობას თაყვანს სცემენ. როგორ გააუმჯობესო პროდუქტიულობა? ამის ერთ-ერთი საუკეთესო გზა, დისციპლინის შემუშავებაა. დისციპლინირებული გონება ადვილად არ იფანტება. მან იცის, რომ მის წინაშე არსებულ საქმეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა, ვიდრე ოცნებაა.
ეს არის აზროვნების მარტივი გზა - შეგიძლია ყურადღება მიაქციო ერთ დავალებას. შედეგად კი, მის შესრულებას იმაზე ნაკლებ დროს დაუთმობ, ვიდრე გეგონა.
დისციპლინირებული გონების ნიშანი ისაა, რომ ის იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ამა თუ იმ გზით გააუმჯობესებს შენს ცხოვრებას. ეს შეიძლება ნიშნავდეს თვითკონტროლის გარკვეულ ხარისხს, რომელიც საშუალებას გაძლევს იშრომო ბედნიერი და ჯანმრთელი ცხოვრების შესაქმნელად.
როდესაც რეგულარულად ხედავ კარგ შედეგებს, დიდი ალბათობით განიცდი კეთილდღეობის გრძნობას. ბუნებრივია, რომ ამით, თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა უმჯობესდება - რაც ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ცხოვრებაში.
თემები: წარმატება, რჩევები, წარმატების მიღწევა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია