თუ ყოველთვის 100% -ს გასცემთ სიყვარულს, მეგობრობასა თუ სამსახურში, მაგრამ გაცილებით ნაკლებს იღებთ სანაცვლოდ, შეიძლება დრო იყოს, გადახედოთ თქვენს ურთიერთობებს.
ყოველთვის ხაზს უსვამთ თქვენს დადებით თვისებებს
როდესაც ადამიანები თავს დაუცველად გრძნობენ, ისინი მუდამ მიუთითებენ საკუთარ კარგ თვისებებზე, რათა შეახსენონ სხვებს თავიანთი ღირსება. თქვენი ცხოვრებისეული ისტორიების ან გამოცდილების გაზიარება, სხვებს უფრო აახლოვებს თქვენთან, რის გამოც, გამუდმებით საკუთარ თავზე გსურთ საუბარი.
გირჩევნიათ სიყვარული თავისი მოქმედებით გამოხატონ
თუ ყოველთვის, როცა ვინმე გეუბნება, რომ უყვარხარ, ნატრობ, რომ მათი სიტყვები მათ მოქმედებებს შეესატყვისებოდეს, დიდი ალბათობით გგონია, რომ გატყუებენ. მათი სიტყვები ცარიელი გეჩვენებათ და გირჩევნიათ ამ სიყვარულს უბრალოდ ხედავდე.
გაგრძნობინებენ, რომ თქვენი მიზნები არც ისე მნიშვნელოვანია
თუ თქვენი პარტნიორის ოცნებები ყველაფერია და თქვენი უმნიშვნელო, ეს არ არის კარგი ნიშანი. ეს მაშინ ხდება, როდესაც სხვა ადამიანი დაუცველია ან მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს. მათ ეშინიათ, რომ თქვენმა მიზანმა შეიძლება შეგცვალოთ, ამიტომ ეგოისტური მიზეზების გამო, თქვენი და თქვენი ოცნებების მნიშვნელობას, უბრალოდ აკნინებს.
ძალიან განსხვავდება ის, რასაც თქვენ გასცემთ და ის, რასაც თქვენ იღებთ
ურთიერთობაში ორივე ადამიანის მიერ გაცემისა და მიღების ბალანსი არის ის, რაც გრძნობებს კიდევ უფრო აძლიერებს. თუ თქვენ უბრალოდ თმობთ ემოციურ, ადამიანურ, სულიერ რესურსებს, ხოლო სხვა ადამიანი მხოლოდ მიმღების პოზიციაშია, დიდი შანსია, რომ ძალიან მალე ვეღარც კი შენიშნავს იმას, რასაც მისთვის აკეთებთ.
როდესაც კომუნიკაცია არ გაქვთ თქვენ მოწყენილი ხართ, მაგრამ ის არა
იმისათვის, რომ ნებისმიერი სახის ურთიერთობა შენარჩუნდეს, საჭიროა ორმხრივი კომუნიკაცია. თუ თქვენი ახლობელი გამუდმებით ძალიან დაკავებული ან გულგრილია, ეს ნიშნავს, რომ ის ნამდვილად არ აფასებს თქვენს არსებობას.
თემები: ურთიერთობა, პრობლემები, განშორება, მზრუნველობა, რჩევები
<a href="brightside.me">brightside.me</a>