LIFE

5 ნიშანი იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყვიტოთ მისი დევნა

5 ნიშანი იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყვიტოთ მისი დევნა

კარგა ხანია ცდილობ მისი ყურადღების მიქცევას, მაგრამ არაფერი იცვლება. თუ ის კვლავ გიგზავნით ბუნდოვან სიგნალებს, მაშინ თქვენ უბრალოდ დროს კარგავთ. შეიძლება ფიქრობთ, რომ ამდენი უკვე დრო დაუთმეთ, ამიტომ ცოტა ხანს კიდევ უნდა დაელოდოთ, მაგრამ ეს ძალიან ცუდი იდეა. მას რომ რაიმე უნდოდეს თქვენგან, აუცილებლად მიგახვედრებდათ.

5 ნიშანი იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყვიტოთ მისი დევნა

მან ნათლად განიშნათ, რომ დაინტერესებული არ არის. თუ გითხრათ, რომ თქვენ მიმართ გრძნობები არ აქვს, რომ არ სურს თქვენი მეგობრობის გაფუჭება ან ახლა ის არ არის მზად ურთიერთობისთვის, მაშინ უნდა დაუჯეროთ. არ გქონდეთ იმედი რომ ის გადაიფიქრებს - უბრალოდ არ შეგიძლიათ, მისი აზრები და გრძნობები შეცვალოთ. პატივი ეცით მის გადაწყვეტილებას და საკუთარი გზა განაგრძეთ.

5 ნიშანი იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყვიტოთ მისი დევნა

ის თავის ცხოვრებაში სულ სხვა ეტაპზეა. თუ სერიოზული ურთიერთობა გინდათ და მას მოედანზე თამაში სურს, უბრალოდ დაივიწყეთ. თუ მას სურს დაქორწინდეს ორმოცი წლის ასაკში და თქვენ ოჯახის შექმნა ძალიან მალე გსურთ, ამ შემთხვევაშიც უნდა დაივიწყოთ. მხოლოდ თქვენი გრძნობები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ურთიერთობა შედგეს. თქვენ უნდა იყოთ ერთსა და იმავე ეტაპზე და ერთნაირად ხედავდეთ საერთო მომავალს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ძალიან მალე დაშორდებით.

5 ნიშანი იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყვიტოთ მისი დევნა

მას შეყვარებული ჰყავს. მნიშვნელობა არ აქვს, აღიარებს თუ არა, რომ შენთან ერთად დროს გატარება უფრო სიამოვნებს, ვიდრე საკუთარ შეყვარებულთან. თუ მას ნამდვილად სურს შენთან ყოფნა, მაშინ მას დაშორდება. თქვენ არ გსურთ გაურკვევლობაში ცხოვრება, თქვენ არ გსურთ სხვა ქალის როლის თამაში, თქვენ არ გსურთ ეს რეალობა...

5 ნიშანი იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყვიტოთ მისი დევნა

ვერ იხსენებთ, რატომ მოგეწონათ. თქვენ უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს, ნამდვილად მოგწონთ ეს ადამიანი თუ მხოლოდ ამ ადამიანის იდეით ხართ გატაცებული. ზოგჯერ, ისეთი დიდი ხნის განმავლობაში მოგვწონს ვინმე, რომ აღარ გვახსოვს, რატომ მოგვეწონა თავდაპირველად. თუ ბოლო დროს ძალიან გაღიზიანებთ და თქვენს ცხოვრებაში უფრო მეტი დრამა მოაქვს, ვიდრე სიხარული, მაშინ უნდა შეწყვიტოთ მისი დევნა. უბრალოდ დაივიწყეთ და იპოვეთ ვინმე ახალი, ვინ გაგაბედნიერებთ და დაგაფასებთ.

5 ნიშანი იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყვიტოთ მისი დევნა



<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>