გამორჩეული და უნიკალური სასცენო სახელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, როდესაც ახალბედა ვარსკვლავს საზოგადოებისთვის თავის დამახსოვრება სურს. ზოგიერთი ადამიანი შთაგონებას მათი მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან იღებს, ზოგიერთი კი უბრალოდ ირჩევს მეტსახელს, რომლეც ბავშვობიდან მოსდევს; ზოგი კი ირჩევს ფავორიტ სიტყვებს, რათა რაიმე სახალისო მოიფიქრონ.
ბლეიკი ლაივლი - ბლეიკ ელენდერ ბრაუნი
მას შემდეგ, რაც ბლეიკი მსახიობი გახდა, მან გადაწყვიტა დედის გვარი ელაინ ლაივლი აეღო სასცენო სახელით.
მეგან მარკლი - რეიჩელ მეგან მარკლი
სასექსის ჰერცოგინიას სახელი რეალურად რეიჩელია. თუმცა მას მეგანი უფრო მოსწონს და დედამისიც "მეგ“-ს უწოდებს.
ემა სტოუნი - ემილი ჯინ სტოუნი
სამსახიობო კარიერის დასაწყისში მიხვდა, რომ სახელი "ემილი სტოუნი" უკვე სხვა მსახიობს ერგო. ასე რომ, მას მოუწია ახალი სასცენო სახელის მოფიქრება და რაილი აირჩია. თუმცა მოგვიანებით მან გადაწყვეტილება შეცვალა და „ემა“-თი გაიცნო მსოფლიომ. თუმცა მსახიობი ამბობს, რომ მას დღმდე ენატრება მისი ნამდვილი სახელი.
ტილდა სვინტონი - კეტრინ მატილდა სვინტონი
ნიჭიერი მსახიობი უბრალოდ მეორე სახელის შემოკლებულ ვერსიას იყენებს.
ჯენიფერ ენისტონი - ჯენიფერ ლინი ანასტასაკი
მისი მამა იანის ანასტასაკი კრეტადან, საბერძნეთიდანაა. შეერთებულ შტატებში გადასვლის შემდეგ, ოჯახმა გადაწყვიტა გვარი ენისტონით შეეცვალა და საზოგადოებაში ადგილი უფრო მარტივად დაემკვიდრებინა.
ოპრა უინფრი - ორპა გეილ უინფრი
მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი სინამდვილეში ორპაა, ხალხი ხშირად არასწორად გამოთქვამდა და ოპრას ეძახდა.
მერილ სტრიპი - მერი ლუიზი
მისი ნამდვილი სახელი "მერი" ბებიამ და ბებიამ, ოჯახური ტრადიციის გამო დაარქვეს (მერილის ქალიშვილსაც მერი ჰქვია). ამასთან, მამა მას ყოველთვის "მერილს" ეძახდა, რადგან ასე მოსწონდა.
ნატალი პორტმანი - ნეტა-ლი ჰერშლაგი
პორტმანი მისი ებრაელ-რუსი ბებიის ქალიშვილობის გვარია და მსახიობმა გადაწყვიტა საზოგადოებას ამ გვარით გაცნობოდა.
მეგ რაიანი - მარგარეტ მერი ემილი ანა ჰირა
როდესაც მან გადაწყვიტა თავისი ოცნება აესრულებინა და მსახიობი გამხდარიყო, მიხვდა, რომ სახელის შეცვლა სჭირდებოდა. მან ფსევდონიმად "რაიანი", დედის ბებიის გვარი აირჩია.
ირინა შეიკი - ირინა შეიხლისლამოვა
რუს მოდელს მოუწია გვარი ოდნავ უნდა შეეცვალა და მარტივი სახელით გამხდარიყო ეპოქის ყველაზე სექსუალური ქალი.
თემები: ცნობილი ადამიანები, ქალები, მსახიობები
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია