ყველა ადამიანს სურს პატივი სცენ და დააფასონ მისმა ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა. მაგრამ ზოგჯერ ჩვენს რეპუტაციის უყურადღებო სიტყვებით ან ქცევებით ვაზიანებთ, თანაც ისე, რომ ვერც ვხვდებით. არსებობს, ერთი შეხედვით უვნებელი ქმედებები, რომელსაც ადამიანების ქვეცნობიერი ნეგატიურ სიგნალად აღიქვამს.

ემოციური შანტაჟი

„სერიოზულად?“, „მართლა?“ - ეს კითხვები ემოციურ შანტაჟად მიიჩნევა და ამას, ადამიანები ადასტურებენ. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ადამიანი თუ ამჩნევს, ეს სიტყვები მათ აღიზიანებთ. შეეცადეთ ამიერიდან დააკვირდეთ რას ამბობთ და შეკითხვა "სერიოზულად?", სიტუაციისთვის უფრო შესაფერისი კითხვით შეცვალეთ.

თვალთმაქცობა

თუ თქვენ აპირებთ, რომ ადამიანს უარი უთხრათ შეთავაზებაზე, გააკეთეთ ეს ფრთხილად, მაგრამ იყავით პირდაპირი. თუ თქვენ დაიწყებთ ადამიანის შექებას ახსნას, თუ რატომ ვერ ახერხებთ მასთან პაემანზე წასვლას, ეს მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას.

პასუხისმგებლობის არიდების მცდელობა

აქ ვსაუბრობთ იმ ადამიანზე, რომელიც "არასოდეს არ არის დამნაშავე" - ის მუდამ ცდილობს თავი დააღწიოს ყოველგვარ ეჭვს, სანამ რაიმე ბრალს დასდებენ. გარდა ამისა, ეს ქცევა ნიშნავს, რომ ადამიანი ნამდვილად დაუცველია. მას არ ენდობიან და პატივს არ სცემენ, თანაც ყველამ იცის, რომ ის აუცილებლად ეცდება სიტუაციიდან გამოძვრომას.

მსხვერპლის როლის თამაში

ადამიანი, რომელიც ყოველთვის მიიჩნევს, რომ შეურაცხყოფილია, აღარ ითვლება პატივსაცემ ადამიანად. მას ისე ექცევიან, როგორც ბავშვს, რომელსაც არ შეუძლია გააკონტროლოს საკუთარი ემოციები.

მუდმივად სხვისი პრობლემების შესახებ საუბარი

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ თავიანთ პრობლემებზე საუბარი. ეს ძალიან ბუნებრივია, მაგრამ თუ გინდათ, რომ სხვის პრობლემებზე ისაუბროთ, მაშინ საკუთარ თავზეც მოგიწევთ კომენტარის გაკეთება. ნუ შეგეშინდებათ იმის თქმა, რომ ადამიანები ცდილობენ თავიანთი პრობლემების თქვენთან გაზიარებას. წინააღდეგ შემთხვევაში ხალხი შეეჩვევა, რომ მსმენელი ხართ და როდესაც საკუთარი პრობლემის გაზიარება მოგინდებათ, ისინი ამას სერიოზულად აღარ მიიღებენ.