7 ცნობილი წყვილი, რომელთა სიყვარულს, ასაკობრივმა სხვაობამ ხელი ვერ შეუშალა
- 03.11.2020
არსებობს უამრავი სულელური სტერეოტიპი, რომელიც გვეუბნება, როგორ უნდა ვიცხოვროთ და როგორ უნდა ავარჩიოთ ჩვენი პარტნიორები. მაგრამ აქვს კი ამ ყველაფერს რამე მნიშვნელობა, როდესაც ორ ადამიანს ერთმანეთი შეუყვარდება?
1. ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი: ასაკობრივი სხვაობა 11 წელი
ცოტა ადამიანმა იცის, რომ რაიან რეინოლდსი ბლეიკ ლაივლიზე 11 წლით უფროსია. ამ წყვილმა, რომელმაც გულწრფელობითა და იუმორით მოიგო მილიონობით გულშემატკივრის გული. მათ ერთმანეთი 2010 წელს Green Lantern- ის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს, როდესაც რაიანი სკარლეტ იოჰანსონზე იყო დაქორწინებული. თუმცა ეს კავშირი, მალევე დაიშალა. 2012 წლის 9 სექტემბერს ბლეიკი და რაიანი დაქორწინდნენ. ახლა ისინი 3 მშვენიერ შვილს ზრდიან.
2. ვინსენტ კასელი და თინა კუნაკი: ასაკობრივი სხვაობა 30 წელი
არავის სჯეროდა, რომ ეს ურთიერთობა სერიოზული იყო. ცნობილი ფრანგი მსახიობი და ახალგაზრდა მოდელი შეხვდნენ ერთმანეთს, როდესაც ვინსენტი 49 წლის იყო, ხოლო თინა მხოლოდ 18 წლის. მაგრამ ურთიერთობის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ მათ გადაწყვიტეს დაქორწინება და 2019 წელს პირველი საერთო ქალიშვილი, ამაზონია შეეძინათ.
3. ბრიუს უილისი და ემა ჰემინგი: ასაკობრივი სხვაობა 23 წელი
დემი მურთან წარუმატებელი ქორწინებისა და მრავალი მოკლევადიანი ურთიერთობის შემდეგ, ბრიუს უილისს ბრიტანელ მსახიობი და ფოტომოდელი, ემა ჰემინგი შეუყვარდა. ისინი 2009 წელს დაქორწინდნენ, დღემდე ბედნიერად ცხოვრობენ და 2 გოგონას ერთად ზრდიან.
4. ქეით მოსი და ნიკოლაი ფონ ბისმარკი: ასაკობრივი სხვაობა 13 წელი
ცნობილი ბრიტანელი მოდელი 13 წლით უფროსია, ვიდრე მისი პარტნიორი, გერმანელი არისტოკრატი ნიკოლაი ფონ ბისმარკი. ისინი 4 წელზე მეტია ერთმანეთს ხვდებიან. მთელი ეს წლები, მედია გამუდმებით ავრცელებს ინფორმაციას, რომ წყვილი მალე დაქორწინდება, თუმცა ამ ეტაპზე, ისინი კვლავ არ ჩქარობენ ოჯახის შექმნას.
5. ალეხანდრა სილვა და რიჩარდ გირი: ასაკობრივი სხვაობა 34 წელი
რიჩარდ გირმა თავისი მომავალი მეუღლე საერთო მეგობრის წყალობით გაიცნო, როდესაც ალეხანდრა სილვა პირველ მეუღლესთან განქორწინების პერიოდს გადიოდა. ურთიერთობის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. 2018 წელს, როდესაც „ლამაზმანის“ და „გაქცეული პატარძლის“ ვარსკვლავი უკვე 70 წლის იყო, ხოლო მისი ცოლი მხოლოდ 36 წლის, პირველი საერთო შვილი, ალექსანდრე, შეეძინათ.
6. გრიმსი და ილონ მასკი: ასაკობრივი სხვაობა 17 წელი
2018 წელს მსოფლიო იმ ამბავმა გააოცა, რომ სამხრეთ აფრიკელ-ამერიკელი მილიარდერი; SpaceX და Tesla– ს მფლობელი ცნობილი მოდელის ნაცვლად ექსცენტრული მომღერალ გრიმსზეა შეყვარებული. სინამდვილეში, ისინი ნამდვილად ბედნიერები არიან ერთად და ჰყავთ საერთო ვაჟი, რომელსაც ექსტრავაგანტული სახელი - X Æ A-X12 უწოდეს.
7. სანდრო კოპი და ტილდა სვინტონი: ასაკობრივი სხვაობა 18 წელი
უნიკალური გარეგნობის მქონე ბრიტანელი მსახიობი, ტილდა სვინტონი და ახალი ზელანდიელი მხატვარი სანდრო კოპი, ერთმანეთს „ნარნიას ქრონიკების„ გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. მათი ბედნიერებისთვის ასაკობრივი სხვაობას ხელი ნამდვილად არ შეუშლია და ისინი 16 წელზე მეტია ერთად არიან.
თემები: ასაკი, ურთიერთობა, წყვილი, ბედნიერი წყვილი, ქალები
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>