LIFE

5 უჩვეულო ნიშანი იმისა, რომ თქვენ სრულყოფილ ურთიერთობაში ხართ

5 უჩვეულო ნიშანი იმისა, რომ თქვენ სრულყოფილ ურთიერთობაში ხართ

სავსებით ბუნებრივია, რომ დროდადრო, ადამიანები ეჭვობენ, არის თუ არა მათი ურთიერთობა "როგორიც უნდა იყოს". ადამიანი განსხვავებულია, შესაბამისად, განსხვავდება ურთიერთობებიც, ამიტომ, სანამ მსგავსი ფიქრები შემოგაწვებათ, გაეცანით 5 უჩვეულო ნიშანს, რომ თქვენი ურთიერთობა მართლაც იდეალურია.

ბევრს არ ლაპარაკობთ

5 უჩვეულო ნიშანი იმისა, რომ თქვენ სრულყოფილ ურთიერთობაში ხართ

თუ დიდხანს შეგიძლიათ უბრალოდ ჩუმად იყოთ, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ წყვილებს, რომლებსაც ერთად ყოფნა უსიტყვოდ შეუძლიათ, ძალიან განსაკუთრებული კავშირი აქვთ.

დასასვენებლად ერთად არ დადიხართ

5 უჩვეულო ნიშანი იმისა, რომ თქვენ სრულყოფილ ურთიერთობაში ხართ

იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც შვებულებაში პარტნიორების გარეშე მიემგზავრება ძალიან ცოტაა. სინამდვილეში, ამან შეიძლება კიდევ უფრო გაამყაროს თქვენი ურთიერთობა: თუ ნამდვილად გიყვართ თქვენი პარტნიორი, მოგენატრებათ. ამავე დროს, შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რაც გსურთ.

თქვენი პარტნიორი არ ატარებს დროს თქვენს ოჯახთან

5 უჩვეულო ნიშანი იმისა, რომ თქვენ სრულყოფილ ურთიერთობაში ხართ

თუ თქვენი მშობლები და თქვენი პარტნიორი კარგად უგებენ ერთმანეთს, ეს შესანიშნავია. მაგრამ სასიამოვნო სულაც არ არის, თუ მათ ერთმანეთი არ მოსწონთ. ცხადია, ეს არ უნდა იყოს კონფლიქტის მიზეზი. არ არის საჭირო თქვენმა პარტნიორმა ოჯახურ სადილებში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა აუცილებელია, პატივი სცეს თქვენს ნათესავებს.

ხშირად კამათობთ

5 უჩვეულო ნიშანი იმისა, რომ თქვენ სრულყოფილ ურთიერთობაში ხართ

ზოგჯერ, როდესაც ძალიან ბრაზდებით, ჩხუბობთ. ფსიქოლოგების მიხედვით, ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად გვიყვარს, ყველაზე მეტ ნეგატიურ ემოციებს იღებენ. მეორეს მხრივ, კონფლიქტები კარგია ურთიერთობებისთვის, რადგან ისინი მიუთითებენ იმაზე, რომ ორივემ უნდა შეცვალოთ რამე. მნიშვნელოვანია შეძლოთ კონფლიქტების პოზიტიური შედეგით დასრულება და შეცდომების აღიარება.

თქვენ ერთად გაცილებით ნაკლებ დროს ატარებთ, ვიდრე სინამდვილეში გსურთ

5 უჩვეულო ნიშანი იმისა, რომ თქვენ სრულყოფილ ურთიერთობაში ხართ

თუ ერთად დიდ დროს ვერ ატარებთ, ამაზე არ ინერვიულოთ: ეს ნიშნავს, რომ ენდობით თქვენს პარტნიორს და დარწმუნებული ხართ მათი გრძნობებში. რა თქმა უნდა, რამდენ დროს ატარებთ ერთად, მნიშვნელოვანია, მაგრამ ფსიქოლოგების აზრით, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ ატარებთ დროს და რას აკეთებთ ერთად.



<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>