თუ გსურთ ვინმეს რამეში დარწმუნება, ისაუბრეთ დაბალი ხმით. დაბალი ხმა უფრო მეტ გავლენას ახდენს ადამიანებზე და გვეხმარება, სხვები დავითანხმოთ. ამავე დროს, ნუ დაივიწყებთ საუბრის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში პაუზების გამოყენებას და ხმის მოცულობის შეცვლას. ეს რჩევა ადამიანებს აჩვენებს, რომ თქვენ ნამდვილად იცით რაზე საუბრობთ.
მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანების გულის მოგება საუბრის გარეშე გვიწევს?
ნუ დაემალებით აუდიტორიას
თუ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, აუდიტორიის წინაშე ფეხზე წამოდგებით თუ იჯდებით, ყოველთვის დგომა აირჩიეთ, რადგან ეს საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ სხეულის ენა, რომელიც გავლენას მოახდენს იმ ადამიანებზე, ვისაც ესაუბრებით.
გარდა ამისა, თქვენსა და აუდიტორიას შორის არ უნდა არსებობდეს ბარიერები: დაანახეთ ხალხს თქვენი სხეული და აჩვენეთ, რომ დასამალი არაფერი გაქვთ.
გამოხატეთ ინტერესი
თავის უბრალო მოძრაობა დაგეხმარებათ მარტივად მოიპოვოთ ვინმეს ნდომა. საუბრისას თავის თანხმობის ნიშნად დახრა აჩვენებს, რომ თქვენ გაინტერესებთ ადამიანი და თემა, რაზეც ის საუბრობს.
გაიმეორეთ სხეულის ენა
იმიტაციის წყალობით, ადამიანებს შეუძლიათ უკეთ დაამყარონ კავშირი სხვებთან და დააჯერონ, რომ მათ ერთნაირი მოსაზრებები აქვთ. ამის ყველაზე მარტივი გზა კი, მეორე ადამიანის სხეულის ენის იმიტაციაა.
სიმაღლე - ეს მნიშვნელოვანია
სიმაღლე სტატუსის მანიშნებელია, ამიტომაც წარსულში ადამიანები ქუდებს იხდიდნენ ან თავს ხრიდნენ, რათა თავი დაემდაბლებინათ. მსხვილი და მცირე კომპანიების უფროსები ყოველთვის ყიდულობენ სკამებს დიდი ზურგით, რათა ვიზუალურდ უფრო მაღლები გამოჩნდნენ, ვიდრე მათი თანამშრომლები.
ასე რომ, თუ პოზიტიური ატმოსფეროს შექმნა გსურთ, იმავე დონეზე უნდა იყოთ, როგორც სხვა ადამიანები. ბევრი ცნობილი ადამიანი იყენებს ამ მარტივ ხრიკს. როდესაც ადამიანს წარგიდგენენ, ფეხზე წამოდექით და გათანაბრდით, ხოლო თუ ბავშვს ესაუბრებით, ჩაიმუხლეთ, რათა მათთან ერთ დონეზე იყოთ.
თავიდან აირიდე უხერხული სიტუაციები
არაფერი ვნებს ურთიერთობას ისე, როგორც უხერხული სიტუაცია. ერთ-ერთი განსაკუთრებით ხშირი უხერხულობაა, როდესაც ადამიანის გადაკოცნისას მის ცხვირს, ან კიდევ უარესი, ტუჩებს ეხებით.
ამის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ დაიმახსოვროთ: გადაკოცნისას, მუდამ მარჯვენა მხარე აირჩიეთ - ადამიანს მარჯვენა ლოყაზე აკოცეთ და თავადაც ეს ლოყა შესთავაზეთ.
თემები: საქმიანი ქალები, ფსიქოლოგია, თავდაჯერებულობა, რჩევები, ინტელექტუალი