ჩვენ გვჯერა, რომ სკოლაში გვასწავლიან ბევრ რამეს, რათა უზრუნველყონ ჩვენი ძირითადი ცოდნა ცხოვრებისა და სამყაროს შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინფორმაციის გარკვეულ ნაწილს ვიღებთ, არსებობს უამრავი უნარ-ჩვევა, რომლებსაც სკოლები ყოველთვის ვერ გადმოგვცემენ. ძალიან ხშირად კი, ეს უნარები იმაზე მეტად გვჭირდება, ვიდრე იმის ცოდნა, რომ მიტოქონდრია უჯრედის ენერგიის ცენტრია.
როგორ გავუმკლავდეთ ბულერებს
სკოლაში ხშირად გვხვდება ბულინგი და სამწუხაროდ, ეს სიტუაცია დღემდე არ არის მოგვარებული. ყველაზე გავრცელებული რჩევაა "უბრალოდ მისი უგულებელყოფა", მაგრამ ეს ყოველთვის არ მუშაობს. ჩვენ შეიძლება ვისწავლოთ ბულინგის დაიგნორება, მაგრამ არა ის, თუ როგორ გავუმკლავდეთ მას ეფექტურად.
ბულინგი არ წყდება სკოლის დატოვების შემდეგ. ბულერები გვხვდებიან ყველგან: სოციალურ გარემოში, სამსახურში, კოლეჯსა და სხვა ადგილებში. მნიშვნელოვანია ვისწავლოთ, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ მათ, როგორ დავადგინოთ საზღვრები და რაც მთავარია, როგორ ვიმუშავოთ საკუთარ თავზე.
როდესაც ადამიანი უფრო ძლიერი და თავდაჯერებულია, მოძალადეს უფრო ნაკლები საბრძოლო მასალა ექნება და ამასთან, ნაკლებად შეძლებს ჩვენი ემოციების დაზიანებას. ჭეშმარიტი ნდობის მოპოვებაზე მუშაობა შეიძლება კარგი გზა იყოს მოძალადეებისგან თავის დასაცავად.
როგორ გავუმკლავდეთ დამარცხებას
სკოლებში მოსწავლე წარუმატებლობისთვის ისჯება. მასწავლებლები გვასწავლიან მარცხის თავიდან აცილებას და არ გვეხმარებიან იმის გარკვევაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეცდომები ჩვენი საერთო პროგრესისთვის. ჩვენ ვსწავლობთ, რომ უნდა მოვერიდოთ ან დავმალოთ წარუმატებლობები, მაგრამ არ ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ მათ. ცხოვრებაში ძალიან მნიშვენელოვანია წარუმატებლობის აღიარება და მის მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე სწავლა.
რას მოვიმოქმედებდით სხვაგვარად შემდეგ ჯერზე? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი თავიდან აცილებაც შეგვიძლია ამ სიტუაციაში? ყველა ადამიანს აქვს დამარცხების უფლება, ეს ძალიან ბუნებრივი და ადამიანური მოვლენაა, უფრო მეტიც, დამარცხება ძალიან მნიშვნელოვანია სრულყოფილი ცხოვრებისთვის.
ფსიქიკური ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია
კიდევ ერთი რამ, რასაც იშვიათად ასწავლიან სკოლებში, არის ის, რომ ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია და ამაზე უნდა ვიზრუნოთ. ზოგადად, კარგი შედეგის გულისთვის ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას ვწირავთ. ამასთან, ადამიანის ფსიქიკა არ არის მდგრადი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე - ვმართოთ ძილის განრიგი, დავისვენოთ, შევინარჩუნოთ საკუთარი თავის და ა.შ. სპეციფიკური პრაქტიკის შემუშავება და განვითარება, როგორიცაა თვით თანაგრძნობა, მადლიერება, ალტრუიზმი და სხვა, შეიძლება კარგი გზა იყოს ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
დაიმახსოვრეთ, რომ არასოდესაა გვიანი ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება შესაძლებელია ყოველდღიური მარტივი სავარჯიშოების საშუალებით.
თემები: მშობლები, ბავშვი, მშობლები და შვილები, რჩევები, სკოლა, ბავშვები
<a href="https://www.makemebetter.net/">https://www.makemebetter.net/</a>