როგორც წესი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძლიერი ადამიანი აუცილებლად მკაცრი და ცივი პიროვნება უნდა იყოს. მაგრამ ეს იდეა უფრო და უფრო არაპოპულარული ხდება. ამას მიზეზი ემოციებია - ემოციურად ძლიერი ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია გრძნობებთან გამკლავება და მათი ისე გამოხატვა, რომ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოს.

მოდით, ვნახოთ ემოციურად ძლიერი ადამიანის დამახასიათებელი 3 ნიშანი და გავარკვიოთ, გაქვთ თუ არა ამ ტიპის ძალა.

თქვენ არასდროს გეშინიათ ემოციების ჩვენება

პირველი ნიშანი არის ის, რომ თქვენ არ მალავთ ემოციებს და გამოხატავთ საკუთარ სისუსტეებს. თქვენ აცნობიერებთ, თუ რა მნიშვნელობა აქვთ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში და არ გეშინიათ სხვებს უჩვენოთ ის, რასაც ამჟამად გრძნობთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მუდამ გახსნილი ხართ, მაგრამ თავისუფლად შეგიძლიათ აჩვენოთ თქვენი ემოციები და არ ჩაახშოთ.

ტიპურმა "მკაცრმა ადამიანმა" შეიძლება ძლივს გაიღიმოს, მაგრამ თავისუფლად აჩვენოს გაბრაზება. სიძლიერე გამოიხატება იმაში, თუ როგორ ვუმკლავდებით ყველა პოზიტიურ და ნეგატიურ გრძნობას, როგორც ვაანალიზებთ და როგორ გამოვხატავთ.

თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ წინსვლა

არც ერთი ადამიანი არ ცხოვრობს ტკივილისგან დაცლილი ცხოვრებით. ემოციურად ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება და გზის გაგრძელება. ისინი თავს არ აძლევენ საშუალებას, წარსულით იცხოვრონონ. უფრო მეტიც, ისინი ცდილობენ ისწავლონ და მომავალში უკეთესი გადაწყვეტილებები მიიღონ. ეს მათ ეხმარება თავიდან აიცილონ წარსული შეცდომები.

მეორეს მხრივ, ეს ნიშნავს წარსულში მომხადარი კარგი მოვლენების დაფასებას - იმ ურთიერთობების, რომლებმაც ლოგიკური დასასრული ჰპოვეს. ძლიერ ადამიანებს სჯერათ, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება, უკეთესობისკენაა მომართული და აუცილებელია, ახალი ჰორიზონტებისკენ მოძრაობა - თუნდაც ტკივილით სავსე წარსულით.

თქვენ შეგიძლიათ ტკივილის აღიარება

ტიპური „ძლიერი“ ადამიანისგან განსხვავებით, ემოციურად ძლიერი ადამიანი თავს უფლებას აძლევს იგრძნოს ტკივილი და ასევე, აღიაროს ამ გრძნობის არსებობა. მათ იციან, რომ მისი დამალვა, სინამდვილეში, არავის არ ეხმარება. ემოციური სიძლიერე ნიშნავს იმის გაგებას, თუ რას შეიგრძნობთ და ამ გრძნობების, თუნდაც ტკივილის მიღებას, მის გამოხატვას და განკურნების გზების მოძებნას.

ჩვენი ცხოვრება საშუალებას გვაძლევს ვითხოვოთ დახმარება და ვიყოთ დაუცველები, მაგრამ ეს დიდ გამბედაობას მოითხოვს. ემოციური სიძლიერე არ არის მუდმივად კარგად ყოფნა, არამედ იმის ამოცნობაა, თუ როდის ხდება რამე არასწორად და როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას.