საკუთარ თავს ყოვედღე შეახსენეთ: ”მოვლენები ჩემს გარშემო კი არ მიმდინარეობს, არამედ ჩემთვის ხდება“. უბრალოდ ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ირონიულია, მაგრამ ჩვენ არასოდეს ვიცით, ვართ თუ არა მზად და მხოლოდ დასრულების შემდეგ ვაცნობიერებთ, თუ როგორ გვჭირდებოდა ესა თუ ის მოვლენა.
უმეტესად ვიხსენებთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს და არასდროს გვინდა რამის შეცვლა. ჩვენ ვიხსენებთ იმ დროს, როდესაც ყველაზე მეტად გვეშინოდა და ამ მოგონებებს, გულში ვინახავთ, რადგან ასეთმა მომენტებმა დაგვანახა, რომ ცხოვრება ნამდვილად ღირს.
გახსოვდეთ, რომ ცხოვრება ზუსტად იმას გაძლევთ, რისთვისაც მზად ხართ. ყოველი პასუხისმგებლობა, გულისტკენა და სასტიკი ცვლილება არ არის მხოლოდ ის, რისი მოგვარებაც შეგიძლიათ - ამ ფორმით სამყარო გაცილებით უფრო დიდი საქმისთვის გამზადებთ;
გახსოვდეთ, რომ თქვენ ისეთი ძლიერი ხართ, ყველა გამოწვევას გაუმკლავდებით. თქვენ გეძლევათ ეს ყველაფერი კონკრეტული მიზეზით - კიდევ უფრო უნდა გაძლიერებდეთ. ერთ დღესაც ამას ძალიან ცხადად შეიგრძნობთ;
გახსოვდეთ, რომ ცხოვრება არამარტო გაძლევს იმას, რისთვისაც მზად ხარ, არამედ იმას, რაც გჭირდებათ. ცხოვრებას აქვს უჩვეულო უნარი, მოგვცეს ყველაფერი მანამ, ვიდრე გავიგებდით, რომ ეს დაგვჭირდება. ის, რასაც ახლა გადიხართ, ზუსტად ის საფეხურია, სადაც ახლა უნდა იყოთ;
მოვლენები ყოველთვის ისეთი ფორმით არ ვითარდება, როგორც თქვენ ელოდებით. ცხოვრება არასოდეს მიჰყვება თქვენს გეგმებს და ხშირად, არ გამოიყურება ისე, როგორც გსურთ, მაგრამ უნდა აუცილებლად უნდა ენდოთ სამყაროს;
სიმამაცე სჭირდება კომფორტის ზონიდან გასვლას. შეიძლება თქვენ არ გჯერათ საკუთარი შესაძლებლობების, მაგრამ სამყარომ ზუსტად იცის თქვენი ენერგია. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ;
ცუდი პერიოდის დროს, თავის ხელში აყვანა და დაჯერება იმისა, რომ ეს საუკეთესო დღეა თქვენს ცხოვრებაში, იტევს ყველა იმ შესაძლებლობას, რაზეც ოდესმე გიოცნებიათ;
გჯეროდეთ პროცესის. გჯეროდეთ თქვენი გეგმების. გახსოვდეთ, რომ ცხოვრება გაძლევთ იმას, რისთვისაც მზად ხართ და საბოლოოდ, ზუსტად იმას მიიღებთ, რაც თქვენ გჭირდებოდათ.
თემები: სიყვარული, ფსიქოლოგია, ცხოვრება, ცხოვრების გაკვეთილები, რჩევები