ვერძი
ვერძი ბუნებრივად ლიდერია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი, ხალხს ძალიან იზიდავს. შენ მუდმივად ცდილობ ახალი სიმაღლეების დაპყრობას, იქნება ეს სამსახური, ჰობი თუ პირადი ცხოვრება. დიდი ალბათობაა, რომ სიყვარული სამუშაო კონფერენციაზე ან ყველაზე შორეული მთების დალაშქვრისას იპოვნო.
კურო
კურო კომფორტის და სიმყუდროვის მოყვარული ადამიანია. ამ ნიშნის წარმომადგენლები, ყველაზე უკეთ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გრძნობენ თავს. მას აქვთ უჩვეულო უნარი, ვიწრო წრის წვეულება დიდ დღესასწაულად გადააქციოს. დიდი შანსია, რომ სიყვარული სწორედ ასეთ სასიამოვნო ვახშამზე აღმოაჩინო, თანაც შენივე სახლში - როდესაც მეგობარს ან ნათესავი, სხვა მეგობარს გამოიყოლებს.
ტყუპები
ტყუპები სუპერ ადაპტირებადი ნიშანია, რაც ნიშნავს, რომ სიყვარულს ალბათ ყველგან აღმოაჩენ. შენი პიროვნება საოცარი სიცოცხლის სურვილის მატარებელია. ბუნებრივი ინტელექტის, სოციალური უნარებისა და ენთუზიაზმის გამო, შენ ყველას ფავორიტი კომპანიონი ხარ.
კირჩხიბი
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი, უკიდურესად თანამგრძნობი, მაგრამ ასევე ინტროვერტი ადამიანია. მას სიამოვნებს სახლში ყოფნა და სამაგიდო თამაშებით გართობა. კირჩხიბებს უყვართ ანტიკვარიატი, ასე რომ, სავარაუდოდ, სიყვარულს უცნაურ ანტიკვარულ მაღაზიაში იპოვნით, როდესაც ორივენი ერთდროულად აარჩევთ სასურველ ნახატს.
ლომი
ლომმა შესანიშნავად იცის ვინ არის და ამის გამო, ბოდიშის მოხდას არ აპირებს. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და თანაც, ძალიან თავდაჯერებულია. მას უყვარს ისეთი ადგილები, სადაც ყველაზე უკეთ გამოავლენს ცოდნასა და ინტელექტს. ამიტომ, სიყვარულს იპოვნით საყვარელ თეატრში ან ლიტერატურულ სივრცეებში, სადაც პოეზია და მხატვრული ლიტერატურა მთავარი თემებია.
ქალწული
ქალწულები უკიდურესად გააზრებული ხალხია, რომლებსაც უყვართ შემოქმედება, მაგრამ მათ, ჩვეულებრივ, ურჩევნიათ საქმით დაკავდნენ. ამ ნიშნის წარმომადგენელს უყვარს ხელოვნებით ტკბობა, გაანალიზება და განხილვა. ამიტომ, დიდი შანსია, სიყვარული გამოფენაზე, ჭიქა წითელი ღვინით ხელში აღმოაჩინო.
სასწორი
სასწორის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ საყიდლებზე სიარული, მუსიკის მოსმენა და ისეთ აქტივობებში მონაწილეობა, სადაც შეუძლია გარშემომყოფები სილამაზეში გაახვიოს. ამიტომ, ცხოვრების სიყვარულს, ღია ცის ქვეშ, საღამოს წვეულებაზე შეხვდებით.
მორიელი
მორიელები უკიდურესად კონკურენტუნარიანები არიან და უყვართ ფიზიკური დატვირთვა. ვარჯიში და საკუთარი თავის გამოწვევა შენი ცხოვრების აზრია, ასე რომ სიყვარულს სავარჯიშო დარბაზში ან კიკბოქსინგის ახალ კლასზე შეხვდებით.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი დამოუკიდებელი, პროგრესული ადამიანია და სძულს, როდესაც ეუბნებიან რა უნდა გააკეთოს ან როგორ იფიქროს. მისთვის საუბრის წამოწყება არ არის რთული, თანაც სხვადასხვა იდეოლოგიითაა გატაცებული. ასე რომ, სიყვარულს ქალთა მარშზე, პოლიტიკური კანდიდატის კამპანიაზე ან სხვა წიგნის პრეზენტაციაზე იპოვნით.
თხის რქა
თხის რქებს უყვართ ხელოვნება, მაგრამ ძალიან ინტროვერტები არიან. ის ძალიან ამბიციური და მიზანდასახული ადამიანია, იქნება ეს იოგას ვარჯიშები თუ რამე პრაქტიკული, მაგალითად, სახლის მოწყობა. სიყვარულსაც ხელნაკეთობების მაღაზიაში, წვრილმანი პროდუქტის შერჩევის დროს იპოვით.
მერწყული
მერწყულს უყვარს ცოდნის სხვებისთვის გადაცემა, გუნდური მუშაობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა. პროდუქტიულობა შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სიყვარულს იპოვნით მენტორულ პროგრამაზე, რომელიც ადამიანებს, საკუთარი თავის რეალიზებაში ეხმარება.
თევზები
თევზების ნიშნის წარმომადგენელი, ბუნებით უკიდურესად ნაზი და მგრძნობიარე ადამიანია, რომელსაც ხშირად უჭირს უარის თქმა. შენ გირჩევნია ტრადიციული საქმიანობა და გიყვარს ყველაფერი, რაც წყალთან არის დაკავშირებული. ამის გამო ცხოვრების სიყვარულს შეხვდები ფილმის ჩვენებაზე, მეგობრებთან ერთად წვეულებაზე ან ზღვის სანაპიროზე სეირნობისას.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, ასტროლოგია
<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია