1. ცხოვრება დაავადებებთან ერთად
ასაკის მატებასთან ერთად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ხშირდება. ზოგიერთ დაავადებას, როგორიცაა დიაბეტი, შეუძლია შეცვალოს ჩვენი სურნელი. ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს ასაკს. დიაბეტი ცნობილია თავისი ტკბილი არომატის წყალობით, რადგან ჩვენი სხეული დიდი რაოდენობით კეტონს წარმოქმნის. ასევე, სხვა დაავადებებს, ჰიპერთირეოზსა და ღვიძლის დაავადებებს, შეუძლიათ შეცვალონ სხეულის ბუნებრივი სურნელი.
2. ჩვენი კანი ბერდება
ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენი კანი უფრო და უფრო დიდი რაოდენობით წარმოქმნის ცხიმოვან მჟავებს, რასაც "მოხუცების სუნსაც" კი უწოდებენ. როდესაც ეს ცხიმოვანი მჟავები ჰაერთან შედიან რეაქციაში, იზრდება ქიმიური ნივთიერება, რომელიც ცნობილია მჟავე, გაზიანი და ცხიმიანი სუნით. ასე რომ, "მოხუცების სუნი" რეალურია, რადგან სინამდვილეში იცვლება კანის შემადგენლობა.
3. კვების რაციონი
საკვები, როგორიცაა თევზი, სანელებლები და წითელი ხორცი, გავლენას ახდენს სხეულის სუნზე. მას შემდეგ, რაც საკვები სხეულში იშლება, ჩვენ ოფლის საშუალებით გამოვყოფთ ქიმიკატებს, რომლებიც ზოგჯერ ძალიან ძლიერია.
კიდევ ერთი მიზეზია წყლის რაოდენობა. რაც უფრო დეჰიდრატირებულები ვართ, მით უფრო უარესდება ამონასუნთქი სუნი. პირის სიმშრალე შესანიშნავი ადგილია ბაქტერიების გასამრავლებლად, რადგან ხდება ნერწყვით ან წყლით მათი „ჩარეცხვა“.
4. ჩვენი ჰორმონები იცვლება
შეიძლება ვერ ვხედავთ, მაგრამ ჩვენი სხეულის ჰორმონები ხშირად იცვლება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალს ოვულაცია, მენსტრუაცია ან მენოპაუზა აქვს. კვლევებით დასტურდება, მამაკაცებს განსაკუთრებით იზიდავთ ქალი ოვულაციის პერიოდში, რადგან ამ დროს, სხეულის სურნელი კიდევ უფრო მძაფრდება.
5. გარკვეული მედიკამენტები
ზოგიერთ დანამატს და მედიკამენტს, მაგალითად ანტიდეპრესანტებს, შეუძლიათ შეცვალონ ჩვენი სურნელი. იმის გამო, რომ ისინი უფრო ამცირებენ ან ზრდიან ჯირკვლებიდან გამოყოფილი ოფლის რაოდენობას. რადგან ოფლი ჩვენს კანის ბაქტერიებში ირევა, იგი ქმნის სხეულის ბუნებრივ, ძლიერ არომატს.
თემები: თავის მოვლა, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რჩევები, სურნელი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია