იქნება ეს მეგობარი ბიჭი, ძმა თუ მეგობარი - ყველამ ვიცით ბიჭი, რომელიც ცუდი მსმენელია. არა, ეს იმიტომ არ ხდება, რომ ადამიანი მოწყენილია... სინამდვილეში, კვლევებით დასტურდება, რომ არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მამაკაცს უჭირს ქალის მოსმენა.
დაიმახსოვრეთ: მითია, რომ ქალები უფრო მეტს ლაპარაკობენ!
კვლევების თანახმად, სტერეოტიპი, რომ ქალები მამაკაცებზე მეტს ლაპარაკობენ, ურბანული მითია. სინამდვილეში, ქალები და მამაკაცები დაახლოებით თანაბარი რაოდენობით საუბრობენ. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთ ვითარებაში მამაკაცები უფრო მეტს ლაპარაკობდნენ ვიდრე ქალები, ზოგჯერ კი ქალები უფრო მეტს საუბრობდნენ ვიდრე კაცები. ასე რომ, ალბათ დროა ეს სტერეოტიპი უბრალოდ დავივიწყოთ.
1. ქალის ხმა მამაკაცის ტვინს მეტ შრომას „აიძულებს“
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მამაკაცები განსხვავებულად რეაგირებენ ქალის ხმაზე. დადასტურდა, მამაკაცის ტვინს უფრო მეტი შრომა უწევს, რათა გაშიფროს და გაიგოს, რას ამბობს ქალის ხმა. ეს ნიშნავს, რომ მათ უფრო მეტად გაუჭირდებათ ქალების ნათქვამი სიტყვების მნიშვნელობებისა და ემოციების გაგება.
2. ქალის ხმა ნაკლებად ავტორიტეტულია
გაირკვა, რომ ქალის ხორხის და იოგების ზომა მნიშვნელოვანია, რადგან მაღალი ტემბრის მქონე ადამიანებს ნაკლებად სერიოზულად აღიქვამენ. კვლევაში ნათქვამია, რომ ჩვენ უფრო ვენდობით დაბალი ხმის მქონე ადამიანებს და მათ უპირატესობას ვანიჭებთ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მამაკაცებს „უჭირთ“ მოსმენა.
3. ქალის ხმა უფრო რთულია
აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქალისა და მამაკაცის ხმებს. როდესაც ქალები საუბრობენ, ისინი უფრო მეტ ხმოვან სიგნალს იყენებენ, ვიდრე მამაკაცები და ამასთან, უფრო მელოდიურად საუბრობენ. ამ ფაქტორებმა, შეიძლება მამაკაცის ტვინისთვის გაართულოს ქალის ნათქვამის სწრაფად გაგება, რადგან ფიზიკურად, მათ მეტი დრო სჭირდებათ მიღებული ხმოვანი შეტყობინების გადასამუშავებლად.
თემები: სასიყვარულო ურთიერთობა, მამაკაცები, ცხოვრება, ქალები, წარმატება
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>