თქვენი ენა ჩვეულებრივზე მეტს მოძრაობს
ცივი ტემპერატურა ტუჩებს ძალიან აშრობს, ამიტომ, ინსტინქტურად იტენიანებთ ტუჩებს ნერწყვით. თუმცა ეს მხოლოდ დროებითი შვებაა, სინამდვილეში დახეთქილი ტუჩების მთავარი მიზეზი, სწორედ ნერწყვია. რადგან ის ძალიან სწრაფად ორთქლდება, ხოლო ტუჩები კიდევ უფრო მშრალი ხდება. ასევე ნერწყვი შეიცავს უამრავ ფერმენტს, რომლებიც ძალიან „ძლიერია“ თქვენი ნაზი ტუჩებისთვის და შესაძლოა უსიამოვნო შეგრძნებების გამომწვევი მიზეზიც გახდეს.
შესაძლებელია კბილები აგტკივდეთ
თუ მგრძნობიარე კბილები გაქვთ, ზამთრის ცივ ტემპერატურაზე შეიძლება განიცადოთ მწვავე, გამჭოლი ტკივილი. ცივმა ჰაერმა შეიძლება ნერვებამდეც კი მიაღწიოს და კბილების დაზიანება გამოიწვიოს. სტომატოლოგები გვირჩევენ, რომ გარეთ ყოფნისას ცხვირით ვისუნთქოთ, ხოლო სახის ქვედა ნაწილი თბილად შევიფუთნოთ, რათა მგრძნობიარე კბილები, ზამთრის სიცივისგან დავიცვათ.
სისხლში შაქარის დონე იზრდება
ცივი ამინდი ხელს უწყობს თქვენს სხეულს გამოყოს სტრესის ჰორმონები, რომლებიც აძლიერებენ სისხლში შაქრის დონეს. ბევრისთვის, ტემპერატურის შემცირებისთანავე, სისხლში შაქარიც იზრდება. გახსოვდეთ, რომ ფიზიკური დატვირთვა ამცირებს სისხლში შაქარის დონეს, ამიტომ, ექიმები გირჩევენ, რომ ზამთარში სახლში ვივარჯიშოთ და შაქრის დონე ვაკონტროლოთ.
წონაში უფრო ადვილად დაიკლებთ
მართალია, ზამთარში ბევრი ადამიანი იმატებს წონაში, მაგრამ სინამდვილეში, სხეული უფრო ადვილად წვავს კალორიებს, როდესაც ცივა. როდესაც ჩვენი სხეული ეგუება ცივ ტემპერატურას, ის გამოყოფს სითბოს და წვავს დამატებით ენერგიას.
შეიძლება მხედველობა გაუარესდეს
ზამთარში, ჩვენი თვალები შეიძლება უფრო დიდი რისკის ქვეშაა. ხშირად გვავიწყდება, რომ ცივ სეზონზე, UV სხივების ამრეკლავი დაფარვის მქონე სათვალის ლინზა შევარჩიოთ. მაგრამ თოვლმა ასახულმა სხივებმა, შეიძლება სერიოზულად დააზიანოს თვალები. ასევე, ცრემლის თხელი ფენა, რომელიც ფარავს ჩვენს თვალებს, ძალიან მგრძნობიარეა ცივი ჰაერისა და ქარის მიმართ, ამიტომ, ზამთარში უბრალოდ შრება. ექიმები გვირჩევენ, რომ ცივი ტემპერატურისგან თვალის დასაცავად, ხელოვნური ცრემლები გამოვიყენოთ.
თემები: ჯანმრთელობა, ზამთარი
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია