ალბერტ აინშტაინის სახელი პრაქტიკულად, გენიალურობის სინონიმია. თუმცა, აინშტაინი არ იყო მხოლოდ პიროვნება, რომელმაც რევოლუციურად შეცვალა სამყაროს გაგება; ის ასევე იყო ადამიანი, რომელსაც გააჩნდა დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება და შეეძლო ადამიანური ბუნების ზუსტი აღქმა.

1. ენდეთ თქვენს ფანტაზიას

"წარმოსახვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ცოდნა. ცოდნა შეზღუდულია, წარმოსახვა კი უსაზღვროა. ის მოიცავს მთელ მსოფლიოს, ასტიმულირებს პროგრესს, ქმნის ევოლუციას ”

აინშტაინი გვახსენებს გონების, წარმოსახვისა და ინოვაციების მნიშვნელობას. მისი თეორია ეწინააღმდეგება იმ დროის საყოველთაოდ მიღებულ ცოდნას, მაგრამ მან შეძლო ჩვენი ცოდნისა, გაგების გაფართოება და გვაიძულა გვეკითხა: „რა მოხდება, თუ...?“.

წარმოიდგინეთ, რამდენს დაკარგავთ აზროვნების გარეშე. აძლევთ საკუთარ თავს უფლებას, იოცნებოთ საზღვრებს გარეშე და წარმოიდგენთ შეუძლებელ მოვლენებს? თუ ასე არ არის, დაფიქრდით, რისი გაკეთება შეგიძლიათ, როდესაც თქვენს აზრებს გაათავისუფლებთ, ცოტა დროს დაუთმობთ ოცნებას და გონებას ხეტიალის საშუალებას მისცემთ.

2. არასოდეს დაკარგოთ ცნობისმოყვარეობა

„მთავარია, კითხვების დასმა არ შეწყვიტოთ. სამყაროში ცნობისმოყვარეობა კონკრეტული მიზეზების გამო არსებობს. მას, როგორც ცალკე განყენებულს, დახმარება არ შეუძლია, თუმცა მოქმედებაში მოყვანილს შეუძლია განჭვრიტოს სამყაროსა და ცხოვრების საიდუმლოებანი, რეალობის საიდუმლო სტრუქტურა. საკმარისია ყოველ დღე, მცირედი მცდელობა ამ საიდუმლოს ამოსახსნელად.“

ბავშვობაში ყველანი ცნობისმოყვარეობითა და ინტერესით ვაკვირდებით გარესამყაროს. ჩვენ არასდროს ვწყვეტთ კითხვების დასმას სანამ არ გავიზრდებით და მოულოდნელად სამყარო გასაოცრად უინტრესო არ გახდება. აინშტაინს სურს, რომ კვლავ აღვადგინოთ ბავშვური ცნობისმოყვარეობა და განვაგრძოთ შეკითხვების დასმა გარშემო მყოფი სამყაროს შესახებ. როგორ? რატომ? რა? ცნობისმოყვარეობით, შესაძლებელია შეხედულებების ჩამოყალიბება არა მხოლოდ სამყაროზე, არამედ ცხოვრებასა და თავად ადამიანზე.

3. შეცდომებს მივყავართ გამოგონებამდე

„ადამიანს, რომელიც არასოდეს შემცდარა, არასოდეს უცდია შეექმნა რაიმე ახალი“

შეცდომების დაშვება ნეგატიურ მოვლენად აღიქმება, მაგრამ სინამდვილეში, ეს აუცილებლობაა. თუ შეცდომებს არ ვუშვებთ, ჩვენ არ ვპროგრესირებთ. ეს ნიშნავს, იგივე ადგილს ვტკეპნით, იმის ნაცვლად, რომ ვისწავლოთ რაიმე ახალი ან შექმნათ რაიმე ინოვაციური.

შეცდომების დაშვება შეიძლება წარუმატებლობად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამის ნაცვლად, ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ ვიზრდებით და ვვითარდებით. დაფიქრდით, რამდენი შეცდომა დაუშვით ბოლო პერიოდში? ალბათ დროა, რომ ეს რიცხვი გაიზარდოს.