სილამაზე

სილამაზის საიდუმლოები სხვადასხვა ქვეყნიდან

სილამაზის საიდუმლოები სხვადასხვა ქვეყნიდან

ყველა ქვეყანას როგორც გეოგრაფიული მდებარეობა, ასევე კულტურა, საკითხების მიმართ დამოკიდებულება და თავის მოვლის განსხვავებული ტრადიცია გააჩნია!

ხოლო, როცა მსოფლიო თავის გამოცდილებას, ტრადიციებსა და საიდუმლოებებს გვიზიარებს, ისღა დაგვრჩენია, ვენდოთ, ვიხელმძღვანელოთ და დავტკბეთ.

TREND გთავაზობთ სილამაზის საიდუმლოთა ჩამონათვალს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან მივიღეთ:

1. ავსტრალიიდან: ათასფურცელას ექსტრაქტი სტრიებისთვის

სილამაზის საიდუმლოები სხვადასხვა ქვეყნიდან

თუ სტრიები გაწუხებს, მაშინ უნდა გაიზიარო ათასფურცელას საიდუმლო რეცეპტი, რომელსაც ავსტრალიიდან გვიმხელენ. უსიამოვნო ხაზები, რომელსაც სტრიებს ვუწოდებთ, მას შემდეგ ჩნდება, როცა წონაში ძალიან სწრაფად ვიკლებთ ან ვიმატებთ. არის შემთხვევები, როცა ორსულობის შემდეგაც გვაწუხებენ ისინი.

როგორც ამბობენ, სტრიები, დროთა განმავლობაში თავისით ქრებიან. არავინ იცის რამდენად უტყუერია ეს ინფორმაცია, თუმცა, ერთი კი დანამდვილებით ვიცით: არ ხარ ვალდებული მთელი ცხოვრება ამ უსიამოვნო ხაზებით იხცოვრო.

ათასფურცელას ექსტრაქტი, სტრიების მოშორების ბუნებრივი მეთოდია. იგი ანთების საწინააღმდეგოა და საუკეთესოდ ატენიანებს კანს. ამ კომბინაციათა წყალობით, ათასფურცელას ექსტრაქტი აშუშებს გაღიზიანებულ კანს, მასზე არსებულ ახალ და ძველ ჭრილობებს, როგორიცაა სტრიები.

2. ეგვიპტიდან: რძის აბაზანები

სილამაზის საიდუმლოები სხვადასხვა ქვეყნიდან

რძის აბაზანები მსოფლიოში ერთ-ერტი ყველაზე უცნაური სილამაზისა და თავის მოვლის საიდუმლო რეცეპტია. ამბობენ, რომ ეგვიპტელი ქალები გამოირჩეოდნენ პრიალა და სუფთა კანით, რაც რძის აბაზანების რეგულარულად სარგებლობით იყო გამოწვეული.

ჩაასხი სულ რაღაც ორი სუფრის კოვზი რძე შენს აბაზანაში და იზრუნე შენი კანის სისუფთავესა და ჯანმრთელობაზე.

3. საფრანგეთიდან: კანის მოვლის უმკაცრესი წესი

სილამაზის საიდუმლოები სხვადასხვა ქვეყნიდან

რეალურად, ფრანგი ქალების უმეტესობა, სხეულისა და სახის კანის მოვლას, ძალიან სერიოზულად ეკიდება და ეს ძალიან კარგიცაა. მნიშვნელობა არ აქვს, ძვირადღირებულ პროდუქციას იყენებენ თუ საუკეთესოს. აქ მნიშვნელოვანი მხოლოდ ის არის, რომ კანის მოვლა მათი უმთავრესი პრიორიტეტია.

ფრანგი ქალები გვირჩევენ, სამართლიანად და დამსახურებულად მოვეპყრათ საკუთარ კანს, არასოდეს დავიძინოთ მაკიაჟით და ღამის კრემის გარეშე.

4. ესპანეთიდან: კარტოფილის ნიღაბი ჩვენი სახისთვის

სილამაზის საიდუმლოები სხვადასხვა ქვეყნიდან

კარტოფილის ნათალების სახის ნიღბად გამოყენებაც, ერთ-ერთი უცნაური სილამაზის საიდულმოა, რომელიც, როგორც გაირკვა, ესპანელებმა გაგვიმხილეს. ესპანელი ქალბატონები, თვალის ირგვლივ არსებულ შავ ლაქებს კარტოფილით იშორებენ. იჩერებენ 10 წუთის განმავლობაში და მცირდება სიშავეც!

5. იაპონიიდან: მოარიდეთ მზე ახალგაზრდა კანს

სილამაზის საიდუმლოები სხვადასხვა ქვეყნიდან

იაპონელი ქალების კანის სილამაზეზე ბევრს არ ვისაუბრებ, რადგან ეს ყველათვის ცნობილია. რა არის ამის საიდუმლო? როგორც თავად გვიმხელენ, ისინი თითქმის არასოდეს ირუჯებიან. იცავენ კანს ნაადრევი დაბერებისა და სხვა მრავალი საფრთხისგან, რომელსაც მზის ულტრაიისფერი სხივები აჩენს.

ეს ხომ ძალიან მარტივია, სცადე შენც!

6. საბერძნეთიდან: მწვანილი გლუვი კანისთვის

სილამაზის საიდუმლოები სხვადასხვა ქვეყნიდან

ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების კვების რაციონს ბევრი სარგებლობა მოაქვს ჯანმრთელობისთვისა და ადამიანის სხეულისთვისაც! ბერძნები გვიმხელენ, რომ გლუვი კანისთვის, ერთ-ერთი საუკეთესოა, დიდი რაოდენობით მწვანილი მივირთვათ, რომელიც გარდა კანისა, ძალიან უხდება ფჩხილებსა და თმასაც.

7. ინდოეთიდან: თმის ზეთები

სილამაზის საიდუმლოები სხვადასხვა ქვეყნიდან

ინდოელი ქალები თავიანთი თმების ბზინვარებისა და სიჯანსაღის საიდუმლოს გვიმხელენ. როგორც აღმოჩნდა, ისინი ძალიან ხშირად იზელენ თმაში სხვადასხვა სასარგებლო ზეთებს. მსგავს პროცედურებს, კვირაში, მინიმუმ, ერთხელ იტარებენ.

რეკომენდაციას უწევენ ზეითუნის ზეთს, არგანისა და ნუშის ზეთებს.



allwomenstalk.com