იცხოვრე დღევანდელი დღით - 3 რჩევა, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის
- 16.02.2021
1. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თქვენ გაქვთ, დღევანდელი დღეა
დღევანდელი მომენტი ერთადერთია, რაც რეალურია. იფიქრეთ ამაზე - წარსული უკვე გაქრა და მისი შეცვლა შეუძლებელია. შესაბამისად, ნერვიულობა და სინანული არაფერს მოგიტანთ. აზრი არც მომავალს აქვს - ის ჯერ კიდევ არ არის რეალური. მხოლოდ აწმყოა რეალური.
თუ ამას გაითავისებთ, თქვენთვის პრიორიტეტული აწმყო გახდება. ნუ იფიქრებთ მომავალს და წარსულის პრობლემებზე - მათ შეუძლიათ გააფუჭონ თქვენი განწყობა და ყურადღება გაფანტონ. ხვალინდელ დღეზე წუხილი, მხოლოდ დღევანდელი დღის სიხარულს გაფანტავს.
2. თქვენი გონების აწმყოზე მომართვა დიდ ცვლილებებს გამოიწვევს
თქვენ აღარ დაკარგავთ დროს ისეთ რამეებზე ფიქრში, რაც ვერასოდეს გახდება რეალობა. თქვენ შეძლებთ კონცენტრირდეთ და მაქსიმალურად ისარგებლოთ დღევანდელი დღით. და რაც მთავარია, მოლოდინის ნაცვლად, თქვენ შეძლებთ მოქმედებას.
განსაზღვრეთ მიმდინარე დღე, გააკეთეთ ის, რაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ნუ გადადებთ მათ აბსტრაქტული „შესაფერისი დროისთვის“. ერთადერთი შესაფერისი დრო აწმყოა, რადგან ის რეალურია.
3. იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა იცხოვროთ აწმყოში, დრო და ძალისხმევაა საჭირო
ამასთან, ამ დროის და ენერგიის გამოყენების უკეთესი გზა უბრალოდ არ არსებობს. ივარჯიშეთ მომენტით ტკბობაში. ჰკითხეთ საკუთარ თავს რას ხედავთ, ისმენთ, როგორ სუნს ან გემოს შეიგრძნობთ და ჩაიძირეთ მიმდინარე შეგრძნებებში. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა ხდება თქვენში. რას გრძნობთ? კომფორტულად ხართ აქ და ახლა? იქნებ რამეა გამოსასწორებელია?
გახსოვდეთ, რომ ყოველი მომენტი უნიკალურია, რადგან ის აღარასოდეს განმეორდება. გაუშვით წარსული - ჩვენ ყველას გვაქვს სინანულის მიზეზი, მაგრამ არ არსებობს საშუალება, რომლითაც წარსულის გამოსწორება შეგვიძლია. საუკეთესო რამ არის ის, რომ აქ და ახლა უკეთესობისკენ ისწრაფოდეთ. მოახდინეთ ფოკუსირება მიმდინარე მომენტზე - რისი გაკეთება შეგიძლიათ იმისათვის, რომ ის საუკეთესოდ გამოიყენოთ? ეს არის ცხოვრების წარმართვის ერთადერთი გზა, რომელსაც ნამდვილად არ ინანებთ.
თემები: ბედნიერება, ურთიერთობა, პრობლემები, ცხოვრება, ცხოვრების გაკვეთილები, რჩევები