მხოლოდ ცვლილებებია ცხოვრებაში მუდმივი - 3 რჩევა, როგორ დავძლიოთ ცვლილებების შიში
- 26.02.2021
ცოტა რამაა ისეთივე საშიშია, როგორც ცვლილების შესაძლებლობა. დადებითი ცვლილებაც კი შეიძლება საშინელი იყოს. თუ ამ პრობლემასთან გამკლავებას დავიწყებ, შევძლებ კი მოგვარებას? თუ ამ პიროვნებას შევხვდები, ავაწყობთ ურთიერთობას? თუ რამე შეიცვალა, შევძლებ გამკლავებას? ეს არის კითხვები, რომლებსაც ხშირად ვხვდებით ცხოვრებაში. კარგი ან ცუდი ცვლილებების მართვა შეიძლება რთული იყოს. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ცვლილებებია ცხოვრებაში მუდმივი.
ცვლილებები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ყოველ წამს, რაღაც იცვლება. ყოველდღე, ასევე ჩვენ ვიცვლებით. ეს ნიშნავს, რომ ცვლილებებთან ადაპტაციის სწავლა არის ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი ცხოვრებაში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ როგორ მოვერგოთ ცვლილებებს სწრაფად და რაც მთავარია, უმტკივნეულოდ.
1. პირველი ნაბიჯი არის ცვლილებების, როგორც მუდმივი მდგომარეობის მიღება
გარდაუვალია ამ პროცესის შეჩერება, ამიტომ თქვენ უნდა მოემზადოთ და შიში დაძლიოთ. ცვლილება ცუდი არ არის. ყოველ ჯერზე, როდესაც რაღაც იცვლება, ეს ნამდვილად დადებითი შედეგია. ცვლილებები გვეხმარება გავიზარდოთ და გავხდეთ უკეთესები. მაშინაც კი, თუ მტკივნეულია, გვთავაზობს რაღაცას, რაც უნდა ვისწავლოთ და გავითვალისწინოთ.
2. როდესაც თქვენ შეხვდებით ცვლილებას, რომელიც არ მოგწონთ...
ჰკითხეთ საკუთარ თავს: რით იქნება ეს უკეთესი? რა შეიძლება ვისწავლო ამისგან? როგორ გამოვიყენო ჩემი სასარგებლოდ? ზოგჯერ, შესაძლებელია ვერც ერთი პოზიტიური მხარე ვერ მოვიძიოთ.
ამიტომ იფიქრეთ ცვლილებებზე, როგორც მუდმივობაზე - ეს ცუდი ცვლილებაც კი არ იქნება მარადიული, ეს მდგომარეობაც საკმაოდ მალე შეიცვლება. ცვლილებები გვაძლიერებს, რადგან ის გამოწვევებს გვიქმნის. გაუმჯობესება მხოლოდ წინსვლით შეგვიძლია. როდესაც დინებას უშიშრად მივყვებით, უფრო ვიზრდებით.
3. მკაფიოდ დაინახეთ, რა კონკრეტულ შედეგს მოგიტანთ ეს ცვლილება. მოგწონთ ეს შედეგი, თუ არა?
რამდენად კომფორტულად იგრძნობთ თავს, როდესაც ყველაფერი შეიცვლება? ამის დანახვის და ნათელი მხარის ძებნის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრება და ცვლილებები ნაკლებად მტკივნეული გავხადოთ. რაც არ უნდა გავაკეთოთ, მოცემულობები გამუდმებით შეიცვლება. საუკეთესო რამ, რისი სწავლაც შეგვიძლია არის ის, რომ მივყვეთ ცვლილებების ნაკადს, არ შევეწინააღმდეგოთ და საშუალებას მივცეთ გვასწავლოს.
მიიღეთ ცვლილებები და გაიზარდეთ მასთან ერთად!
თემები: ურთიერთობა, შიში