LIFE

5 რამ, რაც წარსულში უნდა დატოვოთ, თუ ბედნიერების მიღწევა გსურთ

5 რამ, რაც წარსულში უნდა დატოვოთ, თუ ბედნიერების მიღწევა გსურთ

უამრავი ადამიანი მიიჩნევს, რომ ბედნიერება დანიშნულების ადგილია. სინამდვილეში კი ბედნიერება ის მოგზაურობაა, რომელიც დანიშნულების ადგილამდე უნდა გაიაროთ. ბედნიერება არც მაგიური მოვლენა არ არის - მისი პოვნა ზუსტად იქ შეგიძლიათ სადაც ახლა ხართ - სკამზე, რომელზეც ზიხართ; ლოგინში, რომელშიც წევხართ და სახლში, რომელშიც ცხოვრობთ.

ბედნიერებას მაშინ მიაღწევთ, როდესაც გადაწყვეტთ იყოთ უბრალოდ ბედნიერი - აქ და ახლა. და როდესაც ამ 5 რამეს, თქვენი ცხოვრებიდან მომენტალურად წარსულში დატოვებთ.

რწმენა, რომ სხვაგან უნდა იყოთ

უნდა გჯეროდეთ, რომ არსად არ უნდა იყოთ გარდა იმ ადგილისა, სადაც ახლა დგახართ. შესძინეთ რწმენა იმ აზრს, რომ ზუსტად იმ ადგილას ხართ, სადაც უნდა იყოთ და აღარ აპირებთ ოცნებას. დაიწყეთ საოცნებო სიტუაციების შექმნა იქ, სადაც ახლა ხართ.

ადამიანები, რომლებიც თქვენს აზრებსა და განწყობას ამძიმებენ

საშუალება მიეცით ნეგატივს გაედინოს თქვენი ცხოვრებიდან. არ მიაქციოთ ყურადღება იმ ადამიანებს, ვინც უარყოფითი კომენტარებით, შეფასებებითა და განწყობით ავსებენ თქვენს სივრცეს. იყავით კონსერვატიული და დისტანციური მასთან, ვისთანაც თქვენი გონება, სხეული და სული სიმშვიდეს არ განიცდის.

ყველასთან საერთო ენის სურვილის სურვილი

ყველა ადამიანი თქვენი ახლობელი ვერ იქნება. თქვენ ნამდვილად არ მოგწონთ ყველა, ვისაც იცნობთ და არც ყველას მოსწონხართ. ნუ დაითრგუნავთ საკუთარ თავს, რომ ვერ ახერხებთ აბსოლუტურად ყველასთან საერთო ენის გამონახვას - უბრალოდ, ეს არც გჭირდებათ.

უარყოფის და მარტო ყოფნის შიში

თქვენ უნდა გაანალიზოთ, რომ რაღაც დანაკარგი, არ ნიშნავს რომ თქვენც კარგავთ საკუთარ თავს. უფრო მეტიც, ვერასოდეს შეძლებთ მარტო ყოფნას, რადგან თქვენი გონება და გული მუდამ თქვენთანაა. გახსოვდეთ, რომ სუფთა მაგია საკუთარ მარტოობაში იბადება. თუ სხვა ადამიანმა თქვენზე უარი თქვა, ეს იმიტომ, რომ მას არ გააჩნია თქვენი დანახვის უნარი. გჯეროდეთ, რომ აუცილებლად შეხვდებით უამრავ ახალ ადამიანს, რომლებიც თქვენს გულს დაინახავენ.

წარსულის ტრავმა

თუ წარსულის ტკივილს, ტრავმას ან ცუდ მოვლენას ვერ ივიწყებთ, ისწავლეთ მასთან ერთად ცხოვრება. აღიარეთ, რომ გულით უდიდეს ტკივილს ატარებთ, მაგრამ არ მისცეთ მას საშუალება, თქვენი მომავალი განსაზღვროს. რაც მოხდა, მოხდა და მას ვეღარ შეცვლით. მაგრამ ის, რაც მომავალში მოხდება, ზუსტად აქ და ახლა წყდება. გააკეთეთ ის არჩევანი, რომელიც ბედნიერებს მოგანიჭებთ.