LIFE

ხშირად გესიზმრებათ ერთი და იგივე კოშმარი? - ყველაფერი, რაც განმეორებადი სიზმრების შესახებ უნდა იცოდეთ

ხშირად გესიზმრებათ ერთი და იგივე კოშმარი? - ყველაფერი, რაც განმეორებადი სიზმრების შესახებ უნდა იცოდეთ

საშუალო ადამიანი სიცოცხლის ერთ მესამედს ძილში ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სხეული ძილის დროს ისვენებს, ჩვენი ტვინი მაღალფუნქციურ მდგომარეობაში განტვირთვას ირჩევს, რათა ორგანიზმი შემდეგი დღისთვის მოამზადოს. ეს არის მდგომარეობა, სადაც სიზმრებს ვნახულობთ.

თუ განმეორებად სიზმრებს ნახულობთ, მარტო არ ხართ

ხშირად გესიზმრებათ ერთი და იგივე კოშმარი? - ყველაფერი, რაც განმეორებადი სიზმრების შესახებ უნდა იცოდეთ

აღმოჩნდა, რომ განმეორებადი სიზმრები თინეიჯერების 35% -სა და მოზრდილების 60-75% -ში გავრცელებული მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ სიზმრებმა განმეორება თქვენი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება დაიწყოს, კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანების თითქმის 40% -ს ბავშვობიდან აწუხებთ განმეორებადი სიზმრები. ზრდასრულ ასაკში კი, მხოლოდ ადამიანების 15% იწყებს ერთი და იგივე სიზმრების ნახვას.

განმეორებადი სიზმრების პოპულარული თემები

ხშირად გესიზმრებათ ერთი და იგივე კოშმარი? - ყველაფერი, რაც განმეორებადი სიზმრების შესახებ უნდა იცოდეთ

გამოკითხვის თანახმად, განმეორებადი სიზმრების 5 ყველაზე გავრცელებული თემებია:

სიმაღლიდან ვარდნა; დადევნება; სკოლაში დაბრუნება; ტესტის ან მნიშვნელოვანი მოვლენისთვის მოუმზადებლობა და ფრენა.

ამ სიზმრების უმეტესობა იწვევს ნეგატიურ და შფოთვით ემოციებს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ გონებრივი და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის დაბალი დონის მქონე ადამიანები უფრო მეტად მიდრეკილნი არიან ამ ტიპის განმეორებადი სიზმრებისკენ.

განმეორებადი სიზმრები გამოხატავს თუ რას განიცდით

ხშირად გესიზმრებათ ერთი და იგივე კოშმარი? - ყველაფერი, რაც განმეორებადი სიზმრების შესახებ უნდა იცოდეთ

ტესტისთვის მოუმზადებლობა, შეიძლება გახდეს სტუდენტთა საერთო თემა, განსაკუთრებით კი საგამოცდო პერიოდებში. ეს არის ტვინის მიერ გამოხატული ის ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტრესი, რომელსაც სტუდენტი განიცდის. ვარდნასთან დაკავშირებული სიზმრები შეიძლება განპირობებული იყოს გარკვეული სიტუაციების მიმართ შიშებითა და დაუცველობით. სიზმარი სადაც კბილებს კარგავთ, შეიძლება იყოს მორცხვი ადამიანის თვითგამოხატვის სირთულის ანარეკლი.
განმეორებადი სიზმრები მიგანიშნებენ, თუ რა უნდა გამოასწოროთ ცხოვრებაში

ზოგიერთი თეორეტიკოსების აზრით, განმეორებადი სიზმრები შეიძლება უკავშირდებოდეს ცხოვრების გადაუჭრელ პრობლემებს. სხვები კი ვარაუდობენ, რომ სიზმრები მაშინ ხდება განმეორებადი, როდესაც ადამიანი ცდილობს გაუმკლავდეს წარსულ ტრავმებს. ექსპერტები განმარტავენ, რომ განმეორებადი სიზმრები შეიძლება იყოს ფარული სურვილების, შიშებისა ან სხვა რაიმე ქვეცნობიერი გრძნობების გამოვლენის საჭიროება.

როგორ შევამციროთ განმეორებადი სიზმრები?

ხშირად გესიზმრებათ ერთი და იგივე კოშმარი? - ყველაფერი, რაც განმეორებადი სიზმრების შესახებ უნდა იცოდეთ

იმის გამო, რომ ნეგატიური სიზმრები ხშირად სტრესის შედეგია, საკითხის შესამსუბუქებლად საუკეთესო გზაა თქვენი სტრესის დონის დაწევა. გარდა იმ საკითხების მოგვარებისა, რომლებიც თქვენს კოშმარებს იწვევს, მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორების გათვალისწინებაც, როგორიცაა საკმარისი ძილი, კომფორტულ პირობებში ძილი, დაბალანსებული ცხოვრება და დიეტა. ფსიქიატრთან ან ძილის თერაპევტთან ვიზიტი ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს, თუ თქვენი განმეორებითი სიზმრები გავლენას ახდენს თქვენს საერთო კეთილდღეობაზე.