LIFE

ყველა დროის 5 საუკეთესო მუსიკალური ფილმი, რომლებიც გაზაფხულზე კიდევ ერთხელ უნდა ნახოთ

ყველა დროის 5 საუკეთესო მუსიკალური ფილმი, რომლებიც გაზაფხულზე კიდევ ერთხელ უნდა ნახოთ

1. მოდი, ვიცეკვოთ - 2004 წელი 

2000-იანი წლების ლეგენდა ჯენიფერ ლოპესი სამეჯლისო ცეკვის ინსტრუქტორის როლს თამაშობს, რომელიც მოსაწყენ ადვოკატს რიჩარდ გირს ასწავლის, თუ როგორ უნდა განიტვირთოს. ამ ფილმის შემდეგ, აუცილებლად ჩაეწერებით ცეკვის გაკვეთილებზე!

2. კიდევ ერთი ამბავი კონკიაზე - 2008 წელი

ამბავი თანამედროვე კონკიას შესახებ, რომელიც ბროლის ფეხსაცმლის ნაცვლად, საცეკვაო ფეხის სამოსის ატარებს. მუსიკა და ცეკვები, რომანტიკული ისტორია და სიურპრიზები - ყველაფერი ის, რაც გაზაფხულს ასე ძალიან უხდება. 

3. ბინძური ცეკვები - 1987 წელი

1987 წელს გადაღებული „ბინძური ცეკვები“ უკვე კლასიკადაა ქცეული. ყველას საყვარელი რომანტიკული კომედია ის ფილმია, რომლის გადამეორებაც დადებითი ენერგიით აგავსებთ.

4. ლა ლა ლენდი - 2016 წელი 

ფილმი მოგვითხრობს ორი საინტერესო ადამიანის ისტორიას, რომლებიც საკუთარი ოცნებებისკენ მიისწრაფვიან: ერთი მსახიობი გოგონაა, რომელსაც ვარსკვლავი უნდა გახდეს, მეორე კი მუსიკოსი ბიჭი, რომელსაც საკუთარი ჯაზკლუბის გახსნაზე ოცნებობს...  

5. შავი გედი - 2010 წელი 

მოქმედება ვითარდება ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საბალეტო სტუდიაში წამყვანი ბალერინას, ნინას, გარშემო. მან „გედების ტბაში“ მთავარი როლი უნდა შეასრულოს, თუმცა კონკურენტი გამოუჩნდება ლილის სახით. ორ ბალერინას შორის დაძაბულობა მატულობს პრემიერის მოახლოებასთან ერთად.