LIFE

5, 4, 3, 2, 1 ტექნიკა: სავარჯიშო, რომელიც შფოთვასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ

5, 4, 3, 2, 1 ტექნიკა: სავარჯიშო, რომელიც შფოთვასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ

შფოთვა ადამიანების უმრავლესობას ახასიათებს. ჩვენ ხშირად ვგრძნობთ პეპლების შეგრძნებას მუცელში, როდესაც სამსახურში მნიშვნელოვან პრეზენტაციას ვაკეთებთ. ზოგიერთს კი ეს შეგრძნება თვითმფრინავით აფრენისას ან ხიდზე გადაადგილებისას დროს ემართება - ეს ყველაფერი შფოთის ნიშნებია.

არსებობს უამრავი გონების ვარჯიში, რომელიც შფოთის დაძლევის, შემცირებისა და მართვისთვის გამოიყენება. თუმცა ამ პრაქტიკების უმრავლესობა, ადამიანისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რაც განსაკუთრებით პრობლემურია გაძლიერებული შფოთვის, წუხილის ან პანიკის შეტევების მომენტებში. 

5, 4, 3, 2, 1 ტექნიკა

ეს ტექნიკა მუშაობს შემდეგი მარტივი პრინციპებით:

დასაწყისისთვის დაიწყეთ სუნთქვის კონტროლი. მნიშვნელოვანია, რომ სავარჯიშოს შესრულების დროს, თქვენი სუნთქვა იყოს მშვიდი, ნელი და თანაბარი.

ყურადღება მიაქციეთ ხუთ (5) ნივთს თქვენს ირგვლივ. ეს შეიძლება იყოს ლურჯი ცა, ღრუბლები, მცენარე, სკამი, კალამი, ჭიქა, მაგიდა, ადამიანი ან სხვა ნებისმიერი ნივთი.

ყურადღება მიაქციეთ ოთხ (4) ნივთს, რისი შეხებაც შეგიძლიათ. ეს შეიძლება იყოს იატაკი, კედელი, თმა, ტანსაცმელი, ჭიქა წყალი და სხვა ნებისმიერი ნივთი.

ყურადღება მიაქციეთ სამ (3) ხმას, რომლის მოსმენაც შეგიძლიათ. ეს შეიძლება იყოს ფრინველების ჭიკჭიკი, მანქანების ხმაური, მუსიკა, ფოთლების შრიალი და სხვა ნემისმიერი სახის ხმა.

ყურადღება მიაქციეთ ორ (2) სუნს, რომლის შეგრძნებაც შეგიძლიათ. ეს შეიძლება იყოს ყვავილების სუნი, თქვენი ჩაი, ახლად მოჭრილი ბალახი, თქვენი ტანსაცმელი, ან უბრალოდ იმ სივრცის სუნი, რომელშიც იმყოფებით.

შენიშვნა: თუ ამ სუნს ვერ პოულობთ, ცოტა ხნით შეცვალეთ სივრცე და სცადეთ ასეთი არომატები აღმოაჩინოთ.

ყურადღება მიაქციეთ ერთ (1) გემოს, რომლის დაგემოვნებაც შეგიძლიათ. ეს შეიძლება იყოს ისეთი მარტივი, როგორც თქვენი ენის გემო! 

5, 4, 3, 2, 1 სავარჯიშო ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც წარმოსახვითი ტექნიკა. თუ ფრენის გეშინიათ, გარშემო არსებულ ხედებსა და ხმებზე კონცენტრაციამ, შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს ნერვიულობის შეგრძნება.

ამის ნაცვლად, წარმოიდგინეთ თქვენი ფავორიტი ადგილი: სანაპირო, მთები ან თუნდაც, თქვენი მყუდრო სახლი. წარმოიდგინეთ, რომ ამ ადგილზე იმყოფებით და დაიწყეთ წარმოსახვითი პრაქტიკა. 

ამ ტექნიკის საფუძვლია გონების გადატვირთვის იდეა, რაც ხელს უწყობს ნერვული სისტემის დამშვიდებას. შფოთის გამომწვევი მიზეზისგან ყურადღების გადატანა და მიმდინარე შეგრძნებებზე კონცენტრირება, საშუალებას მოგცემთ უფრო მეტად შეიგრძნოთ თქვენს არსებობასთან დაკავშირებულ მდგომარეობა ამ მომენტში - რაც, როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, შფოთთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზაა.