დალიეთ ჭიქა ცხელი წყალი ყოველდღე - 7 სარგებელი თქვენი ჯანმრთელობისთვის
- 28.03.2021
საიდუმლო არ არის, რომ ყველას გვჭირდება წყალი - ის ატენიანებს ორგანიზმს, ხელს უწყობს მის ფუნქციონირებას და შედეგად, ახანგრძლივებს სიცოცხლეს. მაგრამ იცოდით, რომ ცხელი წყალი კიდევ უფრო მეტად სასარგებლოა, ვიდრე ცივი?
რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვსაუბრობთ ონკანის ცხელ წყალზე. აადუღეთ სასმელი წყალი და დაელოდეთ მის გაგრილებას. თუ მისი გემო თქვენთვის ძალიან მოსაწყენია, შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი ან ლიმონის წვენი.
1. გააჩნია დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება
ცხელი წყლის მიღება ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ეს ნივთიერებები გროვდება კანის უჯრედებში და ხელს უწყობს ნაადრევ დაბერებას. მაგრამ გახსოვდეთ, არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ცხელი წყალი ვერ გაუმკლავდება. როდესაც თქვენი კანის უჯრედები ტოქსინებს არ შეიცავს, შედეგად მისი ელასტიურობა იზრდება. დაბერება? რა სიბერე?
2. ხელს უშლის აკნეს წარმოქმნას
დროდადრო თითქმის ყველას აწუხებს გამონაყარი და კანის გაღიზიანება. მაგრამ ცხელ წყალს შეუძლია არამხოლოდ ნაადრევი სიბერის პრევენცია, ასევე ეხმარება თქვენს სხეულს კანის ისეთ ინფექციებთან ბრძოლაში, როგორიცაა აკნე და გამონაყარი.
3. ამცირებს მენსტრუალურ ტკივილს
აღმოჩნდა, რომ ცხელ წყალს გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება მუცლის კუნთებზე და შედეგად, ამცირებს მენსტრუალური ტკივილსა და სპაზმების ინტენსივობას.
4. ხელს უწყობს წონის კლებას
ექსპერტების აზრით, დღის ერთი ჭიქა თბილი წყლით დაწყება, საუკეთესო გზაა ზედმეტი წონის დასაკლებად. ეს იმიტომ, რომ წყალი ბუნებრივად ზრდის თქვენი სხეულის ტემპერატურას, რაც მეტაბოლიზმზე დადებითად მოქმედებს. სწრაფი მეტაბოლიზმი კი, მეტ დამწვარ კალორიას უდრის.
5. ხელს უწყობს დეტოქსიკაციას
თბილი წყლის მიღებით იზრდება სხეულის ტემპერატურა და შედეგად ოფლიანობა. ოფლიანობა სინამდვილეში დეტოქსიკაციის ფორმაა, რომლის დროსაც სხეული იწმინდება და მავნე ნივთიერებები გამოიდევნება.
6. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას
ცივი წყალი ამკვრივებს ცხიმებს თქვენს მიერ მიღებულ საკვებში, რაც ართულებს მათ მონელებას. სამაგიეროდ ცხელი წყალი საპირისპიროდ მოქმედებს - ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და გეხმარებათ საკვების უფრო ეფექტურად დამუშავებაში.
ასევე, თუ ყაბზობა გაწუხებთ, გამოსავალი შეიძლება ისეთი მარტივი იყოს, როგორც დღის ჭიქა ცხელი წყლით დაწყება. ექსპერტების აზრით, ეს ხელს უწყობს თქვენს ნაწლავებს უფრო სწრაფად და ეფექტურად გადაამუშავოს საკვები.
7. აუმჯობესებს თმის ხარისხს
თუ გსურთ სქელი, კარგი ხარისხის თმის შენარჩუნება, სასურველია ყოველდღიურად მიიღოთ ერთი ჭიქა ცხელი წყალი. ცნობილია, რომ ის ააქტიურებს თქვენი თმის ფესვების ნერვულ დაბოლოებებს, შედეგად კი თმის ღერი კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდება.
თემები: თავის მოვლა, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რჩევები, ცხელი წყალი