სილამაზე

ვაზელინის 10 აქამდე უცნობი თვისება კოსმეტიკაში

ვაზელინის 10 აქამდე უცნობი თვისება კოსმეტიკაში

პეტროლიუმის ჟელე, იგივე ვაზელინი, არის საჭირო, თუმცა არა ისეთი ნივთი, რომელიც კოსმეტიკურ ჩანთებში სულ შეიძლება გვედოს. ამის მიუხედავად, თითქმის არ არსებობს ადამიანი, რომელსაც იგი სახლში არ აქვს.

ვაზელინის გამოყენება, როცა საქმე თავის მოვლას ეხება, საკმაოდ გონივრული და ეფექტური მეთოდია და გვერწმუნეთ, მისი ადგილი, სწორედ, რომ კოსმეტიკურ ჩანთაშია. არსებობს რამდენიმე შესანიშნავი მეთოდი, რომლითაც თქვენი სილამაზის და თავის მოვლის პროცედურებს ვაზელინის გამოყენებით გაიმარტივებთ, რაც მთავარია ეფექტურს, ხოლო მაკიაჟს გაცილებით თვალისმომჭრელს გახდით.

მიჰყევით TREND-ის ჩამონათვალს და გამოიყენეთ ვაზელინი ისეთ დღეებში, როცა გსურთ განსაკუთრებულად გამოიყურებოდეთ:

1. არბილებს დამსკდარ, მშრალ ტუჩებს

ვაზელინის 10 აქამდე უცნობი თვისება კოსმეტიკაში

ყველაზე მარტივით დავიწყებთ და გეტყვით, რომ ვაზელინი ყველაზე კარგი დამარბილებელი საშუალებაა, სხვა დამარბილებელ საშუალებებს შორის. შესანიშნავად შთანთქავს სიმშრალეს და ანიჭებს მას სირბილესა და ტენიანობას.

ვაზელინი პატარა შეფუთვაში - ეს არის ყველაფერი, რაც ზამთრის ცივ დღეებში თქვენს ტუჩებს სჭირდება.

2. აშორებს თვალის მაკიაჟს

ვაზელინის 10 აქამდე უცნობი თვისება კოსმეტიკაში

თუ მაკიაჟის მოსაშორებელ საშუალებებს ხშირად იყენებთ, მაშინ, გახსოვდეთ, რომ ვაზელინი მის მოსაშორებლად, საუკეთესოა. გარდა ამისა, თქვენ არ დაგჭირდებათ, დამატებით, თვალის მაკიაჟის მოსაშორებლი საშუალებები. ვაზელინი შესანიშნავად აშორებს მაკიაჟს თვალიდან, ანიჭებს მას სირბილეს და გლუვს ხდის.

3. არბილებს გაუხეშებულ ქუსლებს

ვაზელინის 10 აქამდე უცნობი თვისება კოსმეტიკაში

ზამთარში, როცა კანი შრება, ხშირად ფეხის ქუსლებიც უხეშდება. ეს განსაკუთრებით მტკივნეული შემთხვევაა იმ ქალბატონებისთვის, რომლებსაც უყვართ ქუსლიანი ფეხსაცმელი ან უწევთ მისი ხშირად გამოყენება. ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა ისევ და ისევ ვაზელინია. წაისვით უხეშ ადგილებზე ვაზელინი და შედეგს ძალიან მალე იხილავთ.

4. სხეულის ნებისმიერ ადგილას არბილებს კანს

ვაზელინის 10 აქამდე უცნობი თვისება კოსმეტიკაში

გარდა იმისა, რომ ვაზელინი თქვენს დამსკდარ ტუჩებსა და ფეხის გაუხეშებულ ქუსლებს დაარბილებს, იგი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ ადგილას თუ კანი გამოგიშრებათ. მაგალითად, იდაყვებზე, თითებს შორის და ა.შ.

5. ანიჭებს ტუჩებს შესანიშნავ მბზინვარებას

ვაზელინის 10 აქამდე უცნობი თვისება კოსმეტიკაში

სხვა ტუჩსაცხებთან შედარებით, ვაზელინს ის უპირატესობა აქვს, რომ იგი ტუჩებს ბუნებრივ მბზინვარებას ანიჭებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ფერის ტუჩსაცხის ქვეშ და გახადოთ თქვენი ღიმილი თვალისმომჭრელი.

6. შესანიშნავი "ჰაილაითერია"

ვაზელინის 10 აქამდე უცნობი თვისება კოსმეტიკაში

კანის სიგლუვისთვის, ყველაზე სწორი არჩევანია ვაზელინი. ამას განაპირობებს ისიც, რომ მისი მდგრადობა საკმაოდ მაღალია და მთელი დღის განმავლობაში, თავდაპირველ ეფექტს ინარჩუნებს. მისი სულ მცირე რაოდენობით გამოყენებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ სასურველი შედეგი მიიღოთ. მაკიაჟის ექსპერტები რეკომენდირებენ მის ძალიან მცირე რაოდენობით გამოყენებას, გაცილებით მეტი ეფექტურობისთვის.

7. სუნამოს დიდი ხნის განმავლობაში უნარჩუნებს სუნს

ვაზელინის 10 აქამდე უცნობი თვისება კოსმეტიკაში

შესაძლოა, საკმაოდ ხარისხიან პარფიუმს იყენებთ, თუმცა, ალბათ, არა ერთხელ შეგიმჩნევიათ, რომ დღის ბოლოს მისი სურნელი უფერულდება და ხშირად, საერთოდაც ქრება. აქაც ვაზელინი გამოიყენეთ! წისვით ვაზელინი მცირე რაოდენობით იმ ადგილებში, სადაც სუნამოს იპკურებთ. იგი შეუნარჩუნებს სუნს თქვენს სუნამოს მთელი დღის განმავლობაში.

8. გაიკეთეთ მკვეთრი მაკიაჟი

ვაზელინის 10 აქამდე უცნობი თვისება კოსმეტიკაში

მკვეთრი მაკიაჟისას განსაკუთრებით კარგად თქვენი თვალები იკვეთება, რაც საერთო ჯამში შარმსა და მომხიბვლელობას გმატებთ. მკვეთრი მაკიაჟი აუცილებლად ვაზელინის გამოყენებით გაიკეთეთ. წაისვით იგი სხვა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებამდე იმ ადგილებში, სადაც ჩრდილებს დაიმუშავებთ.

9. შეიღებეთ თმა სრულყოფილად

ვაზელინის 10 აქამდე უცნობი თვისება კოსმეტიკაში

თუ თმას, ძირითადად, სახლის პირობებში იღებავთ, მაშინ გარწმუნებთ, რომ სრულყოფილად თმის შეღებვას, ვაზელინის გარეშე ვერ შეძლებთ. წაისვით ვაზელინი თქვენი თმის მიმდებარედ, სახეზე, სწორედ იმ ადგილებში, სადაც დიდი შანსია, საღებავი გადავიდეს და ლაქა დაგიტოვოთ.

10. ატენიანებს ნუნებს

ვაზელინის 10 აქამდე უცნობი თვისება კოსმეტიკაში

კანის გამოშრობასთან ერთად, თქვენი ფრჩხილების ნუნებიც შრება და დატენიანება მათაც სჭირდება. ალბათ, არასოდეს გიფიქრიათ, რომ ნუნები ვაზელინის დახმარებით დაგერბილებინათ და დაგეტენანებინათ. გარწმუნებთ, რომ ამ მეთოდით, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნებთ თქვენს ნუნებს სირბილესა და ტენიანობას.



allwomenstalk.com