11 რამ, რასაც მხოლოდ ის ადამიანები გაიგებენ, ვისაც მარტო ყოფნა უყვარს
- 24.04.2021
1. ის შაბათ-კვირა, როდესაც არ გაქვთ გეგმები, არც რამე პასუხისმგებლობა გეკისრებათ და არც არსად ხართ წასასვლელი, ერთ-ერთი საუკეთესო შაბათ-კვირაა.
2. ზოგჯერ მეგობრები ცდილობენ თქვენთან ერთად დაგეგმონ დღე. ხოლო თქვენ უარყოფის მიზეზი არ გაქვთ, გარდა იმისა, რომ იმ დღეს მარტო ყოფნა გსურთ. (თქვენი გეგმაა, რომ გეგმები არ გქონდეთ, რა არის გაუგებარი?)
3. კარგ ფილმს, წიგნს ან სატელევიზიო შოუს შეუძლია თქვენი ყურადღება გაცილებით დიდხანს შეინარჩუნოს, ვიდრე რომელიმე წვეულებას, კლუბს ან ბარს.
4. შუაგულ ტყეში, ხის ქოხში ცხოვრება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დასვენების და განტვირთვის საუკეთესო იდეაა.
5. არაფერია იმაზე ამაღელვებელი, ვიდრე გრძელ გზაზე მოგზაურობის დაგეგმვა. თქვენ იცით, რომ შეძლებთ მუსიკისა თუ აუდიოწიგნების მოსმენას, კითხვასა და საკუთარ ფიქრებში ჩაღრმავებას. რას შეიძლება იყოს უკეთესი?
6. ძალიან გიკვირთ, როდესაც ხალხი ამბობს, რომ რესტორანში მარტო ჭამა არ შეუძლიათ. თქვენთვის ეს ცხოვრების ერთ-ერთი მარტივი სიამოვნებაა!
7. ყველაზე ცუდი სიტყვა, რომელიც შეიძლება ახასიათებდეს ნებისმიერ პოტენციურ პარტნიორს, არის "ახლო". თქვენ ზუსტად ისევე გჭირდებათ პირადი სივრცე, როგორც სუნთქვა. ხოლო თუ მათ მუდმივად თქვენს გვერდით ყოფნა სჭირდებათ, ეს ურთიერთობა განწირულია.
8. ერთადერთი ადამიანი, ვისზე დაქორწინებასაც გაიფიქრებდით, იქნებოდა ადამიანი, რომელსაც ასევე უყვარს დროის მარტო გატარება. სხვა შემთხვევაში, ეს ქორწინება მალევე დაინგრევა.
9. თქვენს დასახასიათებლად ერთ-ერთი მთავარი სიტყვაა: დამოუკიდებელი.
10. როდესაც მეგობრებს ნახულობთ, ერთი-ერთზე შეხვედრა გირჩევნიათ. რაც უფრო ინტიმური და ღრმაა საუბარი, მით უკეთესი.
11. თქვენ ხართ დამკვირვებელი - თვალს ადევნებთ და სწავლობთ ადამიანების ქცევას. სინამდვილეში, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი დროის გატარება გსურთ საკუთარ თავთან, ეს შეიძლება პრობლემასაც კი წარმოადგენდეს.
თემები: ურთიერთობა, მარტოობა, მარტოსულობის უპირატესობანი