კარგი ღამის ძილის მნიშვნელობა, სულაც არ არის გადაჭარბებული. ძილის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი ჯანმრთელობის პრობლემები და გავლენა მოახდინოს ცხოვრების ხარისხზე. ახალი კვლევის თანახმად, არასაკმარისი ძილი ქალის სქესობრივი დისფუნქციის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს.
როგორც ძილის, ასევე სექსუალური ფუნქციის პრობლემები, საკმაოდ ხშირია შუახნის ასაკის ქალებში. კვლევაში მონაწილე ქალების 26% -ზე მეტს აღენიშნებოდა ძილის დარღვევის მნიშვნელოვანი სიმპტომები, რომლებიც აკმაყოფილებს უძილობის კრიტერიუმებს. ხოლო მენოპაუზის პერიოდში, ქალების თითქმის 50% უჩივის უძილობას ან ძილის დარღვევას. მათი 43% აღნიშნავს, რომ სწორედ ცხოვრების ამ პერიოდში დაიწყო სექსუალურ პრობლემები.
მრავალი კვლევა ჩატარდა იმის დასადგენად, არსებობს თუ არა რაიმე კავშირი ძილსა და სექსუალური ფუნქციას შორის. ამასთან, წინა კვლევების უმეტეს ნაწილში თანმიმდევრულად არ ფასდებოდა სექსუალური დისფუნქცია. ასევე, არ ხდებოდა მისი შეფასება სტრესთან დაკავშირებული პრობლემების ფონზე.
უახლეს კვლევაში მონაწილეობა მიიღო 3400 -ზე მეტმა ქალმა, რომელთა საშუალო ასაკი 53 წელია. მკვლევრებმა შეაფასეს პოტენციური კავშირი ძილის ხარისხს, ხანგრძლივობასა და სექსუალურ ფუნქციას შორის. მათ დაასკვნეს, რომ ძილის ცუდი ხარისხი, მაგრამ არა ძილის ხანგრძლივობა, ასოცირდება ქალის სექსუალური დისფუნქციის მეტ რისკებთან. და პირიქით, ძილის კარგი ხარისხი დაკავშირებულია უკეთეს სექსუალურ აქტივობასთან.
ეს კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კლინიცისტები ცდილობენ დაადგინონ მკურნალობის პოტენციური ვარიანტები იმ ქალებისთვის, რომლებიც მენოპაუზის დროს დაზარალდნენ როგორც ძილის, ასევე სექსუალური პრობლემებით. მრავალი წელია დადგენილია, რომ ორივე პრობლემა უარყოფითად მოქმედებს ქალის ცხოვრების ხარისხზე.
"ეს კვლევა ხაზს უსვამს ძილის დაბალ ხარისხსა და სექსუალურ დისფუნქციას შორის არსებულ კავშირს. ეს არის ორი საერთო თემა შუახნის ასაკის ქალებისთვის და მათი დაკავშირება, საშუალებას გვაძლევს ვიპოვოთ პასუხი მნიშვნელოვან კითხვებზე და ხელი შევუწყოთ ქალების ცხოვრების გაუმჯობესებას" - აღნიშნავს კვლევის უფროსი ავტორი, დოქტორი სტეფანი ფაუბიონი.
თემები: სექსი, ორგაზმი, სიყვარული და სექსი, სექსი და ძილი, ქალები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია