1. სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის

მასტურბაცია ზრდის ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ენდორფინების, ე.წ. ბედნიერების ჰორმონების გამოყოფას. სწორედ ამიტომ, მაშინაც კი თუ მასტურბაციის დროს ორგაზმს ვერ აღწევთ, მკვეთრად უმჯობესდება გუნება-განწყობილება. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცები უფრო ხშირად საუბრობენ საკუთარი თავის დაკმაყოფილებაზე, მეცნიერები ადასტურებენ, რომ მასტურბაცია ორივე სქესისთვის, სტრესის შემცირების საუკეთესო გზაა.

2. აუმჯობესებს თქვენს სექსუალურ ცხოვრებას

მასტურბაცია ეხმარება ადამიანს გახდეს სექსუალურად თავდაჯერებული, რადგან ის გაკავშირებთ თქვენს სურვილებთან და გაძლევთ შესაძლებლობას, უკეთ გაიცნოთ საკუთარი სხეული. იმის გარკვევა, თუ რა გსიამოვნებთ ყველაზე მეტად, დაგეხმარებათ მიიღოთ უკეთესი სექსუალური გამოცდილება პარტნიორთან.

3. ამსუბუქებს სქესობრივ პრობლემებს მენოპაუზის დროს

ბევრი ქალი უჩივის გარკვეულ ცვლილებებს მენოპაუზის, იგივე კლიმაქსის პერიოდში. ამ დროს, შესაძლებელია საშო რეალურად დავიწროვდეს და შედეგად, სქესობრივი კავშირი და ვაგინალური გამოკვლევები მეტად მტკივნეული გახდეს. მასტურბაცია, განსაკუთრებით კი წყალზე დაფუძნებული ლუბრიკანტების საშუალებით, ხელს უშლის შევიწროებას, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის სიმშრალის პრობლემას და ზრდის სექსუალურ სურვილს.