ჯანმრთელობა

მარტივი ტექნიკა, რომელიც მუცლის ცხიმის დაწვაში დაგეხმარებათ

მარტივი ტექნიკა, რომელიც მუცლის ცხიმის დაწვაში დაგეხმარებათ

ყველამ ვიცით, რამდენად რთულია ჭარბი ცხიმის მოშორება, განსაკუთრებით კი მუცლის მიდამოში. უკვე წავიდა ის თინეიჯერული წლები, როდესაც ჩვენი მეტაბოლიზმი სწრაფად მუშაობდა. მათთვისაც კი, ვინც აქტიური ცხოვრების წესს მისდევს და ჯანსაღად იკვებება, მუცლის ჯიუტი ცხიმის მოშორება ნამდვილი გამოწვევაა. 

უძველესი ჩინური მასაჟი 

ეს არის მასაჟი, რომელის გაკეთებაც რეკომენდებულია დღეში ორჯერ. ის ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და ხელს უწყობს მის დეტოქსიფიკაციას. შედეგად კი, ჩქარდება ცხიმის წვა.

თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ეს ტექნიკა არ გამოდგება, თუ იგივენაირად განაგრძობთ მავნე საკვების - კარტოფილისა და გაზიანი სასმლის მიღებას. მაგრამ ეს მასაჟი სასწაულმოქმედია იმ ადამიანებისთვის, ვინც რეგულარულად ვარჯიშობს, მაგრამ უჭირს მუცლის ცხიმისგან გათავისუფლება.

მოერიდეთ ამ ტექნიკის გამოყენებას:

მძიმე საკვების მიღების შემდეგ;

თუ გაქვთ შარდის ბუშტის, თირკმლის ან ნაღვლის ბუშტის პრობლემები;

თუ გაქვთ ჰიპერტენზია;

თუ ორსულად ხართ;

თუ თიაქარი გაქვთ;

თუ გაქვთ კუჭის წყლული;

თუ გაქვთ საშვილოსნოს, შარდის ბუშტის, საკვერცხეების ან საშვილოსნოს მილების ანთება.

ინსტრუქცია: 

1. ჩვენ გირჩევთ შეასრულოთ ეს ტექნიკა დღეში ორჯერ: საუზმის და ძილის წინ

2. დაწექით ზურგზე, ბრტყელ, მყარი ზედაპირზე

3. დაიზილეთ ხელები მანამ, სანამ არ გახურდება.

4. მოათავსეთ ერთი ხელი მუცელზე 

5. დაიწყეთ მუცლის ნელი მასაჟი ჭიპის ირგვლივ, საათის ისრის მიმართულებით. თანდათან გაზარდეთ წრეები. თითოეულ წრეს უნდა დასჭირდეს 1-დან 2 წამამდე.

6. დააკვირდით როგორ ხურდება თქვენი მუცელი.

7. გააგრძელეთ ორი წუთი - დაახლოებით 40-50 წრე. მასაჟის დროს, მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ მუცლის სიმხურვალე. 

ცხიმის დნობა არ არის ერთადერთი უპირატესობა, რომელსაც ეს ტექნიკას გვთავაზობს. ის ასევე აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. და ყველაზე კარგი ის არის, რომ თქვენ ფეხზე დგომაც კი არც კი გჭირდებათ!