1. თავის მოჩვენება
თუ თქვენ ხართ ქალი, რომელიც ფიქრობს, რომ კაცებს ჭკვიანი ქალების ეშინიათ, ამიტომ, ხშირად „იშტერებთ“ თავს, მაშინ კარგად დაფიქრდით. მამაკაცების აზრით, თავის მოჩვენება და ტყუილი ერთ-ერთი ყველაზე არა მიმზიდველი ქცევაა. გახსოვდეთ, რომ ნამდვილ მამაკაცებს პირიქით, ძალიან იზიდავთ თავდაჯერებული, ბედნიერი და ჭკვიანი ქალები.
გარდა ამისა, ნამდვილად გსურთ თქვენი ცხოვრება გაატაროთ იმ მამაკაცთან, რომელიც არ აფასებს თქვენს ინტელექტს (ან თქვენს სხვა თვისებას)? თუ ის არ აფასებს თქვენს ბრწყინვალებას, მაშინ ეს ურთიერთობა არ არის ნამდვილი.
მიჰყევით თქვენს ოცნებას, იყავით ის, ვინც ხართ და იბრწყინეთ. თუ მამაკაცს ეს მიმზიდველად არ მიაჩნია, მაშინ დროა მიატოვოთ.
2. ამპარტავნება
მამაკაცები მიიჩნევენ, რომ ზოგჯერ, ჭკვიანი ქალი ამპარტავანია და მას ამცირებს. როდესაც რეალობა ასეთია, მამაკაცის პროტესტი ქალის ინტელექტის მიმართ კი არ უჩნდება, არამედ მისი დამოკიდებულებისა და უპატივცემულობის მიმართ.
ამპარტავნება გამორიცხავს ნდობას. მამაკაცების უმეტესობას კი, სურს პარტნიორი, რომელთანაც შეეძლება საუბარი ყველაფერზე: იქნება ეს ცხოვრება, სამსახური, ოჯახი, პოლიტიკა თუ ყოველდღიურობა - ამიტომ მას სურს ქალი, რომელსაც ემოციურად ენდობა.
3. „გაყალბება“
ეს პირველი პუნქტის ერთგვარი განვრცობაა. არა, საუბარი მხოლოდ სექსზე არ არის.
საუბარია ემოციების, გრძნობების გაყალბებაზე. მაგალითად, სიცილი იმ ხუმრობაზე, რომელიც თქვენი აზრით სასაცილო სულაც არ არის. ან იმ საქციელის შექება, რაც თქვენთვის უმნიშვნელოა.
ასეთ დროს, მამაკაცი ფიქრობს, რომ თქვენ უფრო მნიშვნელოვან გრძნობებსაც გააყალბებთ.
4. მუდმივი პრეტენზიები
მიზეზი, რის გამოც მამაკაცისგან ვერ იღებთ სასურველ ემოციასა თუ ქცევას, არის ის, რომ თქვენ არ ესაუბრებით. შემდეგ კი აუცილებლად წუწუნებთ, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინა, მაგრამ, ვერ მოახერხა.
ჩვენ ყველას გვაქვს მოლოდინი საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. როდესაც არ ხდება მათი გაზიარება, მაშინ ადამიანი იმედგაცრუებული ან ხშირად, გაბრაზებული რჩება. მიზეზი მარტივია - ხშირად, ადამიანს უნდა მიანიშნოთ საკუთარ სურვილებსა და მოლოდინებზე. სამწუხაროდ, ადამიანებს ერთმანეთის ფიქრების კითხვა, უბრალოდ არ შეგვიძლია.
5. ქალი, რომელიც არ ასხივებს ქალური ენერგიას
წყვილებში, როგორც წესი, ერთ ადამიანს მეტი ქალური ენერგია აქვს, ხოლო მეორეს მამაკაცური. ორივე ტიპის ენერგია თითოეული ჩვენგანის ნაწილია და სხვადასხვა გარემოებაში, სხვადასხვა ენერგია იწყებს გამოსხივებას.
თუ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც მამაკაცური ენერგია შემოაქვს ურთიერთობაში, მაგრამ გვერდით ძლიერი მამაკაცი სურს, მაშინ კარგად დაფიქრდით - ამ ურთიერთობაში უბრალოდ აღარ არის ადგილი თქვენი პარტნიორის მამაკაცური ენერგიისთვის. უფრო მეტიც, თქვენზე დომინირების მცდელობის გარეშე, ის ვერც კი მოახერხებს საკუთარი ენერგიის ჩვენებას.
ამიტომ გაითვალისწინეთ თქვენი პარტნიორის ემოციური შესაძლებლობები და ყურადღება გაამახვილეთ საკუთარ ძლიერ ხასიათზე - იქნებ ბედნიერებისთვის მხოლოდ პარტნიორის ნდობა და დათმობაა საჭირო?
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ქალები, რჩევები